სომხეთში კორონავირუსის 1 371 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - სულ 59 995

საქართველო, თბილისი - 12:00 | 15.10.2020
ნანახია: 589

სომხეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსი კიდევ 1 371 ადამიანს დაუდასტურდა. მონაცემებს სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში გამოვლენილია კორონავირუსის 59 995 შემთხვევა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 47 119 პაციენტი, გარდაიცვალა შვიდი ინფიცირებული.

ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა საერთო ჯამში 1 046-ს შეადგენს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე