ბოლო 24 საათში უკრაინაში კორონავირუსით 107 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 12:12 | 15.10.2020
ნანახია: 641

უკრაინაში კორონავირუსის 5 590 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ  107 პაციენტი.  

მონაცემებს უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭო აქვეყნებს.

ეპიდემიის დაწყებიდან უკრაინაში სულ დაფიქსირებულია 276 177 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 118 699, ხოლო გარდაიცვალა 5 229 პაციენტი.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე