ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა

საქართველო, თბილისი - 14:56 | 15.10.2020
ნანახია: 889

ევროკავშირის შემდეგ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე რუსეთს სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა. ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 „დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პირებს, რომლებიც დამნაშავეები არიან „ნოვიჩოკით“ ალექსეი ნავალნის მოწამვლაში, გაეყინებათ აქტივები და აეკრძალბათ ქვეყანაში შესვლა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სანქციები დაუწესდა ექვს პირსა და ერთ ორგანიზაციას. სიაში მოხვდნენ „ფე-ეს- ბეს“  დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, რუსეთის პრეზიდენტის საშინაო პოლიტიკის უწყების ხელმძღვანელი ანდრეი იარინი,  რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ციმბირის ფედერალურ ოლქში სერგეი მენიაილო და თავდაცვის მინისტრის მოადგილეები პაველ პოპოვი და ალექსეი კრივორუჩკო.

ამასთან, სანქციები დაუწესდა ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, რომელიც მომწამვლელი ნივთიერება „ნოვიჩოკის“ დამზადებაშია დადანაშაულებული.  

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე