აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ნებისმიერი საკითხი, რომელიც საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას ეხება, გადაწყდება მოლაპარაკებების შედეგად - გიორგი გახარია

საქართველო, თბილისი - 15:03 | 15.10.2020
ნანახია: 560

აზერბაიჯანი არის ჩვენი მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ნებისმიერი საკითხი, რომელიც საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას ეხება, ეს არის ორმხრივი თემა, რომელის გადაწყდება სტრატეგიული პარტნიორობის, მეგობრობის ფარგლებში და მოლაპარაკებების შედეგად.

„რაც შეეხება აზერბაიჯანთან ურთიერთობას - აზერბაიჯანი არის ჩვენი მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი. შესაბამისად, ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას, ეს არის ორმხრივი თემა, რომელის გადაწყდება სტრატეგიული პარტნიორობის, მეგობრობის ფარგლებში და მოლაპარაკებების შედეგად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე