საბაზისო მოთხოვნილებები, ისეთი, როგორიც არის სკოლა, საბავშვო ბაღი და უმაღლესი განათლება, არ უნდა შეიზღუდოს - გიორგი გახარია

საქართველო, თბილისი - 15:15 | 15.10.2020
ნანახია: 510

ჩვენ გვქონდა მიღებული გადაწყვეტილება და ჩვენი გეგმის თანახმად, უმაღლეს სასწავლებლებში უნდა გაგრძელებულიყო სწავლა 19 ოქტომბრიდან და ეს გადაწყვეტილება რჩება ძალაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ რეკომენდაცია, რომ იქ, სადაც შესაძლებელია, იყოს დისტანციური სწავლა, მაგრამ იქ სადაც ეს შესაძლებელი არ არის, ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარონ აუდიტორიებში.

„ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, როდესაც ვამბობთ ადაპტაციას და ვირუსის მართვას, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეების საბაზისო მოთხოვნილებები არ უნდა შეიზღუდოს, ისეთი, როგორიც არის სკოლა, საბავშვო ბაღი და უმაღლესი განათლება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს მიმართულებები, განსაკუთრებით განათლების მიმართულება მაქსიმალურად იყოს დაცული. განათლების სამინისტროს აქვს შესაბამისი დავალებები მიღებული იმისთვის, რომ უმაღლეს დონეზე იყოს დაცული უსაფრთხოების სტანდარტი სკოლებშიც და უმაღლეს სასწავლებლებშიც,“- განაცხადა პრემიერმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე