ფილიპ რიკერს ავუხსენით, რომ საქართველოში ინსტიტუტები არ არსებობს - ზურაბ ჯაფარიძე

საქართველო, თბილისი - 18:16 | 18.11.2020
ნანახია: 480

ფილიპ რიკერის მხრიდან იყო შემოთავაზება, ხომ არ სჯობს ინსტიტუტების გამოყენებით სცადოთ ბრძოლის გაგრძელებაო, ჩვენ ავუხსენით, რომ ამ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან, ფილიპ რიკერთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ როგორ ვაფასებთ სიტუაციას ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ამაზე იყო საუბარი, რა ხედვა, რა სამოქმედო გეგმა გვაქვს. ძირითადი შინაარსი იყო ეს, თუმცა მან საკუთარი ხედვები და პოზიციების გაგვიზიარა. არანაირი პირდაპირი მოწოდება არ ყოფილა, ეს შეუძლებელიცაა, თუმცა მისი მხრიდან შემოთავაზება იყო, ხომ არ სჯობს ინსტიტუტების გამოყენებით სცადოთ ბრძოლის გაგრძელებაო, რაზეც ჩვენ ავუხსენით, რომ ამ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს, შესაბამისად იქ, სადაც შეიძლება მუშაობდეს, მაგალითად სასამართლო, საარჩევნო კომისია, მსგავსი ინსტიტუტები, საქართველოში ასეთი არ არსებობს და ამიტომ, ინსტიტუტების გამოყენებით ბრძოლა უშინაარსოა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე