ველოდებით ხელისუფლებისგან საპასუხო წინადადებების პაკეტს, გამოჩნდება, აქვს თუ არა აზრი მესამე რაუნდს - სერგო ჩიხლაძე

საქართველო, თბილისი - 11:25 | 06.12.2020
ნანახია: 601

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, მოლაპარაკების მესამე რაუნდი დამოკიდებულია ხელისუფლების მიერ წარსადგენი წინადადებების შინაარსზე.

„ხელისუფლებისგან ჯერ მესამე რაუნდზე პასუხი არ გვაქვს. უახლოეს დღეებში, დღესაც ველოდებით ხელისუფლებისგან საპასუხო წინადადებების პაკეტს. როგორც კი მივიღებთ ამ პაკეტს, განვიხილავთ, შევიკრიბებით ოპიზიცია და აქედან გამომდინარე დავგეგმავთ ჩვენ შემდეგ ნაბიჯებს. გამოჩნდება, აქვს თუ არა აზრი მესამე რაუნდს, იქიდან გამომდინარე, რა წინადადებებით დაგვიბრუნდება ხელისუფლება. ფასილიტატორები არ დაგვკავშირებიან. მათ გვთხოვეს ორი სამი დღე. დღეს გადის ეს 2-3 დღე და იმედი გვაქვს, ფასილიტატორები დაგვიკავშირდებიან ან ხელისუფლების მხრიდან მივიღებთ წინადადებას, აქედან გამომდინარე დავგეგმავთ შემდეგ ნაბიჯებს“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე