პარიზში, საპროტესტო აქციების დროს 30 ადამიანი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:10 | 06.12.2020
ნანახია: 610

პარიზში, სადაც საპროტესტო აქციები არეულობებში გადაიზარდა, პოლიციამ 30 ადამიანი დააკავა.

გუშინ საფრანგეთის დედაქალაქში მარავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები აპროტესტებდნენ კანონპროექტს, რომლის თანახმად, ინტერნეტსა და მედიაში პოლიციელის მაიდენტიფიცირებელი გამოსახულების გამოქვეყნებას კრძალავს.

მალე აქცია არეულობებში გადაიზარდა. დემონსტრანტებსა და სამართალადმცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეებმა საფრანგეთის დედაქალაქის ქუჩების დარბევა დაიწყეს, ამსხვრევდნენ მაღაზიის ვიტრინებს, აგებდნენ ბარიკადებს და აზიანებდნენ სათვალთვალო კამერებს., ცეცხლს უკიდებდნენ ავტომობილებს. შეძახილებით „ყველას სძულს პოლიცია“ დემონსტრანტები სამართლადამცველებს ესროდნენ ქვებსა და სხვადასხვა საგნებს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე