ოპოზიციის ინფორმაციით, მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ხვალ გაიმართება

საქართველო, თბილისი - 20:48 | 06.12.2020
ნანახია: 496

ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ხვალ გაიმართება.

როგორც პარტია „ლელოს“ ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ელჩებთან ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ შეხვედრა ხვალ არის დაგეგმილი.

ამასთან, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ელჩებს გუშინ გადასცეს რამდენიმეპუნქტიანი დოკუმენტი, სადაც ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებსა და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებას ითხოვს


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე