გასულ 24 საათში აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 221 267 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 16:28 | 10.12.2020
ნანახია: 636

გასულ 24 საათში აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა კიდევ დაახლოებით 221 ათასით გაიზარდა. გარდაიცვალა 3 124 ადამიანი. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ბოლო 24 საათში აშშ-ში დაფიქსირდა კორონავირუსის 221 267 ახალი შემთხვევა. რეკორდული დღე-ღამური მაჩვენებელი ქვეყანაში გასულ კვირას გამოვლინდა, როდესაც COVID-19-ით 227 885 ადამიანი დაინფიცირდა.

უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში საერთო ჯამში რეგისტრირებულია კორონავირუსით ინფიცირების 15,5 მილიონზე მეტი შეთხვევა, გარდაიცვალა 289 ათასზე მეტი ადამიანი. გამოჯანმრთელდა 5,8 მლნ-ზე მეტი პაციენტი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე