ვაშინგტონში, ტრამპის მხარდამჭერ აქციაზე 8 ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 10:31 | 13.12.2020
ნანახია: 828

ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ აქიაზე რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი პოლიციელია. ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.

აქცია გუშინ გაიმართა, ტრამპის მხარდამჭერებს, მათი მოწინააღმდეგეები დაუპირისპირდნენ. არეულობების შედეგად ცივი იარაღით დაიჭრა რამდენიმე ადამიანი. ბოლო მონაცემებით, სამართალდამცველებმა 23 ადამიანი დააკავეს, 6 მათგანი პოლიცილებზე თავდასხმაშია დადანაშაულებული. სამართალდამცველთა განცხადებით, ორი პოლიციელი მცირე სახის ჭრილობებით კლინიკაში გადაიყვანეს. ოთხ ადამიანს დაზიანება ცივი იარაღით აქვს მიყენებული. თუ რომელ მხარეს ეკუთვნოდნენ შეიარაღებული პირები, უცნობია.

ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებას კვლავ არ აღიარებს და შედეგებს სასამრთლოებში ასაჩივრებს. გუშინ უზენაესმა სასამართლომ ტეხასის შტატის არჩევნების შედეგების შესახებ სარჩელის მიღებაზე უარი განაცხადა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე