ნიუ იორკის საკათედრო ტაძართან უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა

საქართველო, თბილისი - 10:18 | 14.12.2020
ნანახია: 910

ნიუ იორკში, უცნობმა პირმა საკათედრო ტაძართან ცეცხლი გახსნა. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინციდენტი საშობაო საგალობლების შესრულების დროს მოხდა, რომელიც კორონავირუსის გამო ტაძრის კიბეებზე მიმდინარეობდა.

პოლიცია ადგილზე მივიდა. თავდამსხმელმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა, ორმხრივი სროლის შედეგად მსროლელი დაიჭრა, ის საავადმყოფოში გადაიყავნეს, სადაც  გარდაიცვალა.

სამართალდამცველების განცხადებით, თავდამსხმელის ჩანთაში ბენზინით სავსე ქილა, დანა და ბიბლია იპოვეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე