ნიუ იორკის შტატის გუბერნატორს ყოფილი თანაშემწე სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 10:40 | 14.12.2020
ნანახია: 977

ნიუ იორკის შტატის გუბერნატორს ენდრიუ კუომოს ყოფილი თანაშემწე ლინდსი ბოილანი სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს.

ბოილანი 2015-2018 წლებში ნიუ იორკის შტატის ეკონიმიკური განვითარების სამმართველოს მდივნის მოადგილედ მუშაობდა. შემდეგ ის კუომოს სპეციალურ მრჩევლად დაინიშნა ეკონომიკური განვითარების საკითხებში. ან თანამდებობაზე მან რამდენიმე თვე დაჰყო. ამჟამად ის მანჰეტენის საბჭოში მოხვედრისთვის იბრძვის.

 „დიახ, ნიუ იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო მრავალი წლის განმავლობაში სექსუალურად მავიწროვებდა. ამას ბევრი ხედავდა, თუმცა უბრალოდ უყურებდა. მე არ ვიცოდი რა მელოდა: მოთხოვნები სამსახურში (რომელიც ძალიან კარგი იყო, თუ შევიწროვება ჩემი გარეგნობის გამო, ან ორივე ერთად? ასე გრძელდებოდა ბვერი წელი“, - წერს 36 წლის ბოილანი Twitter-ზე.

გუბერნატორის პრესმიდვანმა კეიტლინ ჟირუარმა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ კუომოს ყოფილი თანაშემწის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე