აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიამ 306 ხმით საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ჯო ბაიდენი გამოაცხადა

საქართველო, თბილისი - 10:09 | 15.12.2020
ნანახია: 772

ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო ბოლო შტატის - ჰავაის საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ.

ამრიგად, აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიამ 306 ხმით 232-ის წინააღმდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ჯო ბაიდენი გამოაცხადა.

მანამდე დემოკრატ ბაიდენს უკვე ჰქონდა კოლეგიის საჭირო 270 ხმა.

შედეგების კომენტირებისას ბაიდენმა ოპონენტს პატივისცემის გამოვლენისკენ მოუწოდა.

„ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა, ზუსტად იმდენი, რამდენიც დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა მიიღს, როდესაც 2016 წელს გაიმარჯვეს. მაშინ პრეზიდენტმა ტრამპმა ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების რაოდენობას გამანადგურებელი უწოდა. მისივე სტანდარტებით, ეს შედეგები მაშინ  წარმოადგენდა მკაფიო გამარჯვებას და თავს ვაძლევ უფლებას, განვაცხადო რომ დღესაც ეს ასეა“, - დასძინა ბაიდენმა.

შედეგები ოფიციალურად 6 იანვარს გამოცხადდება, 20 იანვარს კი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე