აშშ-მა თურქეთს რუსული С-400-ის შეძენისთვის სანქციები დაუწესა

საქართველო, თბილისი - 11:06 | 15.12.2020
ნანახია: 742

აშშ-მა თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის სეკრეტარიატსა და მის ხელმძღვანელს ისმაილ დემირს რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემების С-400-ის შეძენისთვის სანქციები დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.

სანქციები მოიცავს ამერიკული საექსპორტო ლიცენზიების აკრძალვას, ასევე დემირისა და მისი სეკრეტარიატის სხვა თანამშრომლებისთვის  აქტივებისა და ვიზების გაყინვას.

პომპეოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-მა არაერთგზის აცნობა თურქეთის მაღალი რანგის მოხელეებს, რომ С-400-ის შეძენა აშშ-ის სამხედრო ტექნოლოგიებსა და პერსონალს საფრთხეს შეუქმნიდა, ასევე მოითხოვდა აშშ-სთვის ეცნობებინათ ინფორმაცია რუსული თავდაცვითი სქტორის დაფინანსებასა და რუსეთის მხრიდან თურქეთის თავდაცვის წარმოებაზე წვდომის შესახებ.

პომპეომ ასევე განაცხადა, რომ ანკარამ დაუყოვნებლივ უნდა გადაწყვიტოს პრობლემა, რომელიც რუსული სისტემების С-400-ის შეძენის შედეგად შეიქმნა. ან აღნიშნა, რომ რუსეთთან გარიგება თავდაცვის სფეროში დაუშვებელია.

 „ჩვენ ვერ შევეგუებით რუსეთის თავდაცვისა და დაზვერვის სექტორთან გარიგებებს“, - აღნიშნა პომპეომ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე