ენმ -ის თავმჯდომარეობის კანდიდატებად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე დაასახელეს

საქართველო, თბილისი - 16:43 | 20.12.2020
ნანახია: 589

"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. პარტიის ერთერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის, თქმით, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატებად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე დასახელდნენ.

ენმ-ის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გრიგოლ ვაშაძემ "ნაციონალური მოძრაობა" და მის მიერ დაკავებული ყველა პარტიული თანამდებობა 15 დეკემბერს დატოვა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე