მდგომარეობა მარტივი არ არის, თუმცა მოლაპარაკების რესურსი არსებობს​ - დავით სერგეენკო

საქართველო, თბილისი - 12:17 | 22.12.2020
ნანახია: 507

მდგომარეობა მარტივი ნამდვილად არ არის, თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ მდგომარეობა ჩიხურია, რადგანაც ამის რესურსი არსებობს, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მე-5 რაუნდთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ამ მოლაპარაკებებისთვის ადგილი ისევ რჩება.

"მდგომარეობა მარტივი ნამდვილად არ არის, თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ მდგომარეობა ჩიხურია, რადგანაც ამის რესურსი არსებობს. არ მგონია, შეთავაზებების წინასწარ გაჟღერება სწორი იყოს, არ ვიცი კონკრეტულად რაზე იქნება მე-5 რაუნდი, თუმცა მჯერა, რომ მოლაპარაკებისთვის ადგილი ისევ რჩება," - ამბობს დავით სერგეენკო.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე