COVID-19 ანტარქტიდაზეც გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 15:34 | 22.12.2020
ნანახია: 754

ანტარქტიდა კორონავირუსისგან თავისუფალი ერთადერთი კონტინენტი აღარ არის. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჩილეს სამეცნიერო სადგურზე 36 ადამიანს COVID-19 დაუდასტურდა.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ანტარქტიდის სამეცნიერო სადგურ Bernardo O’Higgins Riquelme-ზე გამოვლინდა. არსებული ინფორმაციით, 36-დან 26 სახედრო მოსამსახურეა, 10  კი კონტრაქტორ კომპანიას ეკუთვნოდა, რომელიც ანტარქტიდის ბაზაზე გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ.

ამ დროისათვის ინფიცირებულები ევაკუირებულები არიან. სადგურზე კი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე