კოლუმბიიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევეს

საქართველო, თბილისი - 22:21 | 22.12.2020
ნანახია: 676

კოლუმბიის ხელისუფლებამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. მათ სადაზვერვო საქმიანობაში ადანაშაულებენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ორივე დოპლომატი კოლუმბიაში ორი წლის განმავლობაში იმყოფებოდა.

მედიის ინფორმაციით რუსი დიპლომატები ინფორმატორების გადაბირებას ახროციელბდნენ. მედია იუწყება, რომ ისინი სამხედრო სადაზვერვო საქმიანობის გარდა, დაკავებულნი იყვნენ ეკონომიკური შპიონაჟით, ინტერესდებოდნენ კონფიდენციალური ინფორმაციებით მინერალური რესურსების ექსპლუატაციის შესახებ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე