"ევროპის სახალხო პარტია" მმართველი პარტიის საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს

საქართველო, თბილისი - 20:54 | 23.12.2020
ნანახია: 591

"ევროპის სახალხო პარტია" მმართველი პარტიის საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. განცხადება პარტიის "ტვიტერის" ანგარიშზე გავრცელდა.

"ევროპის სახალხო პარტია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც მიმართულია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის ერთი მესამედი.

მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს სვლა ევროკავშირის დეკლარირებული ღირებულებებისკენ და ნაცვლად იმისა, რომ შეზღუდოს ოპოზიციის დემოკრატიული უფლება, დაუბრუნდეს კონსტრუქციულ დიალოგს, მოძებნოს კომპრომისული გადაწყვეტა, რომელიც სარგებელს მოუტანს საქართველოს ყველა მოქალაქეს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე