რა ვუყო ამ "ეშმაკისეულ თანხას" - ნატო ჩხეიძე სადეპუტატო ხელფასის ჩარიცხვაზე

საქართველო, თბილისი - 18:48 | 25.12.2020
ნანახია: 1036

ენმ-ძალა ერთობაშიას წევრი, ნატო ჩხეიძე წერს, რომ პარლამენტისგან სადეპუტატო ხელფასი ჩაერიცხა. ამის შესახებ ის ფეისბუქის გვერდზე წერს. ჩხეიძე ხელფასს "ეშმაკისეულ თანხას" უწოდებს.

"გუშინ ჩამერიცხა საპარლამენტო ხელფასი, თანაც უკლებლივ. ერთი თეთრიც არ დაკლებია...

ახლა საფიქრელი გამიჩინეს, რა ვუყო ამ "ეშმაკისეულ თანხას", როგორც ეს შალვა ნათელაშვილმა უწოდა.

ბიუჯეტში დავაბრუნო? არაა, ისევ თავიანთ კორუფციულ სქემებს მოახმარენ.

ქველმოქმედებაში? ან ვის გააწვდენ და თანაც დაგვამუნათებენ, ორი კურდღლის დაჭერა მოინდომესო..." – წერს ნატო ჩხეიძე.

პარლამენტს დეპუტატის ხელფასი უკან გადაურიცხა ევროპული საქართველოს ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე