კორონავირუსის ახალი სახეობა საფრანგეთშიც გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 10:17 | 26.12.2020
ნანახია: 798

კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც მანამდე დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა, საფრანგეთშიც დაფიქსირდა. ინფორმაციას გამოცემა Parisien-ი ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ ვირუსის ახალი სახეობა ქალაქ ტურში, ერთ-ერთ პირს აღმოაჩნდა, რომელიც დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა. მამაკაცს ვირუსის სიმპტომები არ გამოვლენია, ის სახლში მკურნალობს.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუს SARS-CoV-2-ის მუტაციის შესახებ ცნობილი 14 დეკემბერს გახდა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი  ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება და მოსახლეობის მხრიდან განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. იმის მიუხედავად, რომ ვირუსის ახალი ვარიანტი 70 პროცენტით უფრო გადამდებია, იმას არ ნიშნავს, რომ ის უფრო სახიფათოა სიკვდილიანობის ან ავადობის თვალსაზრისით.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე