ევროკავშირის ქვეყნებში მასობრივი ვაქცინაცია იწყება

საქართველო, თბილისი - 16:11 | 27.12.2020
ნანახია: 661

ევროკავშირის ქვეყნებში Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მასობრივი იმუნიზაციის პროგრამა დაიწყო.

ევროკომისიამ ვაქცინაციის დაწყების თარიღად 27-29 დეკემბერი განსაზღვრა. ამასთან, წევრ სახელმწიფოებს აქვთ შესაძლებლობა, ინდივიდუალურად განსაზღვრონ ვაქცინაციის დაწყების თარიღი. გავრცელებული ცნობით, უმეტესი მათგანი ვაქცინაციას დღეს, 27 დეკემბერს დაიწყებს. მათ შორისაა: გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი, ავსტრია, ესტონეთი, ლიტვა, პოლონეთი, ბულგარეთი.

ირლანდიაში ვაქცინაციის დაწყება დაგეგმილია 30 დეკემბერს, ბელგიაში - 28 დეკემბერს.

21 დეკემბერს, ევროკომისიამ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინას მწვანე შუქი აუნთო. მანამდე ვაქცინა დაამტკიცა ევროპის მედიკამენტების სააგენტომ.

მანამდე ევროკომისიამ დადო კონტრაქტები არაერთ კომპანიასთან, რაც უზრუნველყოფს COVID-19– ის საწინააღმდეგო ვაქცინების ევროკავშირისთვის მიწოდებას, თუ ისინი აღმოჩნდებიან უსაფრთხო და ეფექტური. მათ შორისაა Pfizer/BioNTech, AstraZeneca, Johnson & Johnson, Sanofi-GSK, CureVac, Moderna. საერთო ჯამში, ევროკავშირის დაახლოებით 450-მილიონიანი მოსახლეობისთვის 2 მილიარდზე მეტი დოზაა გათვალისწინებული.

ხელშეკრულება Pfizer/BioNTech-თან მოიცავს ევროკავშირისთვის 200 მილიონი დოზის მიწოდებას, კიდევ 100 მილიონის მიწოდების შესაძლებლობით.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე