აშშ-ში, ფინალურ ფაზაში კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთი ვაქცინა გადავიდა

საქართველო, თბილისი - 23:09 | 28.12.2020
ნანახია: 750

აშშ-ში, კომპანია Novavax-ი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდის ფინალურ ფაზაში გადავიდა. ინფორმაციას გაზეთი Financial Times-ი ავრცელებს.

კომპანიამ ვაქცინის კვლევისთვის 1,6 მლრდ დოლარი მიიღო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან.ის გეგმავს ცდებში 30 ათასი მონაწილე ჩართოს. გამოსაცდელთა დაახლოებით მეოთხედი 65 წელს ზემოთ იქნება.

Novavax-ის პრეპარატის გამოცდა აშშ-ის გარდა მიმდინარეობს მექსიკაში, დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ბრიტანეთში კვლევის შედეგები ცნობილი 2021 წლის პირველ კვარტალში გახდება. ვაქცინის შენახვა შესაძლებელი იქნება 2-8 გრადუს ცელსიუსზე, რაც მას BioNTech-ისა და Pfizer-ის პრეპარატისგან მნიშვნელოვნად განასხვავებს.

აშშ-ის ხელისუფლებამ უკვე დაიწყო ვაქცინაცია Pfizer/BioNTech-სადაModerna-ს პრეპარატებით. თუმცა როგორც ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, იმისათვის, რომ მოსახლეობის 85 პროცენტი აიცრას, საჭირო იქნება უფრო მეტი ვაქცინა, ვიდრე ამას ორი კომპანია შეძლებს.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე