ირაკლი კობახიძის მემკვიდრედ დატოვება ნიშნავს მხოლოდ სიშლეგისა და სიგიჟის პროვოცირებას - გიგი უგულავა

საქართველო, თბილისი - 13:57 | 11.01.2021
ნანახია: 551

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, ქართული ოცნების თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის შესაძლო დანიშვნას ეხმაურება.

უგულავას თქმით, კობახიძე ივანიშვილის გუნდის წევრებს შორის გამოირჩევა თავისი მორჩილებით და ყველაფრის მკადრებლობით.

უგულავამ აღნიშნა, რომ თუ ივანიშვილი კობახიძეზე გააკეთებს სწორებას, ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს უკიდურესი შიზოფრენიის გამწვავებასთან, რადგან მისი დატოვება მხოლოდ სიშლეგის პროვოცირებას ნიშნვს.

"ირაკლი კობახიძე ივანიშვილის გუნდის წევრებს შორის არის არამარტო მხოლოდ ყველაზე ოდიოზური, არის ყველაზე უფრო მორჩილი, ყველაფრის მკადრებელი და ყველაფრის შემსრულებელი. ამავე დროს, ის არის კლინიკური შემთხვევა და ივანიშვილი თუ მასზე გააკეთებს სწორებას, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ უკიდურესი შიზოფრენიის გამწვავებსათან გვაქვს საქმე, რადგან კობახიძის მემკვიდრედ დატოვება ნიშნავს მხოლოდ სიშლეგისა და სიგიჟის პროვოცირებას სამწუხაროდ მთელ ქვეყანაში, მაგრამ ეს დიდი ხანი არ გაგრძელდება", - განაცხადა უგულავამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე