ბაიდენმა ტრამპის რამდენიმე დადგენილება გააუქმა

საქართველო, თბილისი - 10:41 | 21.01.2021
ნანახია: 628

შეერთებული შტატებს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრეზიდენტობის პირველივე დღეს, ოვალური კაბინტის დაკავებისთანავე, თავისი წინამორბედის დონალდ ტრამპის რამდენიმე დადგენილება გააუქმა.

ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას ჯანდაცვის მსოფლიო ორაგნიზაციაში აშშ-ის დაბრუნების შესახებ. ვაშინგტონმა ჯანმო გასული წლის ივლისში დატოვა. ტრამპი აცხადებდა, რომ ქვეყანა წყვეტს ჯანმოსთან ურთიერთობას და მის დაფინანსებას, რადგან ორგანიზაციამ უარი თქვა რეფორმების შესრულებაზე. ტრამპმა ჯანმო დაადანაშაულა  ჩინეთის ინტერსებიდან გამომდინარე კორონავირუსის ეპიდემიის მასშტაბების დამალვაში.

ამის გარდა, ბაიდენმა ხელი მოაწერა პარიზის კლიმატურ შეთანხმებაში დაბრუნებას და გააჩერა მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა. კედლის ნაწილი უკვე აშენებულია, ბაიდენმა მიანიშნა, რომ ნაგებობის დანგრევას არ აპირებს.

ბაიდენმა ასევე გააუქმა დადგენილება ქვეყანაში ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეების შესვლის აკრძალვის შესახებ. საუბარია ირანის, ლიბიის, სირიის, იემენისა და სომალის მოქალაქეებზე, ასევე ვენესუელელ თანამდებობის პირებზე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე