აშშ-ს კონგრესში გიგი წერეთლის ეუთოს-ს საპარლამენტო ასამბლეაში საპრეზიდენტო საქმიანობასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა
საქართველო, თბილისი - 12:13 | 23.01.2021 ნანახია: 513
„მადლობის სიტყვა ქართველი პარლამენტარის და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, გიორგი წერეთლის მიმართ“ - ამ სათაურით აშშ-ის კონგრესის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის წევრის, კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონის სხდომაზე გაკეთებული განცხადება გამოქვეყნდა.
„ქალბატონო სპიკერო,
ამ რთულ წელს, მე პერიოდულად გამოვდიოდი სიტყვით კონგრესში კოლეგების ინფორმირებისთვის ჩემი მუშაობის შესახებ, ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად ატლანტიკურ ძალისხმევაში, რადგან ჩართულები ვართ და ვუპირისპირდებით გამოწვევებს ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. ეს მოიცავდა არა მხოლოდ COVID პანდემიის პირდაპირ გავლენას საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და ეკონომიკაზე, არამედ ასევე მიმდინარე საკითხებს, როგორიცაა რუსეთის აგრესია, ბელორუსსა და სხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებების დარღვევა და ყველა ქვეყნის წინაშე მდგარი ტერორიზმის საფრთხე.
დღეს მე სიტყვით გამოვდივარ, რათა შევაქო ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი და მოკავშირე ამ საქმეში, გიორგი წერეთელი, რომელიც ასრულებს თავის პრეზიდენტობას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, საქართველოს პარლამენტის დატოვების შედეგად.
მისი პრეზიდენტობის პერიოდში მნიშვნელოვნად გაღრმავდა ჩემი მონაწილეობა ამ ღირებულ ფორუმში, მათ შორის, მის მიერ ჩემი დანიშვნით საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის თავმჯდომარედ, რომლის სფეროც პოლიტიკური საკითხები და უსაფრთხოებაა.
გიორგი წერეთელი ნამდვილი ლიდერია. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად ყოფნის დროს ის ხმამაღლა საუბრობდა ჰელსინკის პრინციპების დარღვევებზე, რაც სახელმძღვანელოა ეუთო-ს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში, ხაზს უსვამდა კავშირს ამ პრინციპებს შორის. ეს მოიცავს რუსეთის აგრესიის დაგმობას უკრაინისა და სხვა მეზობლების მიმართ, მისივე სამშობლოს, საქართველოს ჩათვლით. ასევე მოიცავს ადამიანის უფლებების მკაფიო დარღვევებს ბელორუსში, მაგრამ რაც ასევე ხდება რუსეთსა და ეუთო-ს ბევრ სხვა სახელმწიფოში. მისი აზრით, ნამდვილი მშვიდობა მოითხოვს ადამიანის უფლებების პატივისცემას.
ამავდროულად, გიორგი მუშაობდა ეუთო-ს რეგიონის პარლამენტარებთან, ყურადღებით ეკიდებოდა მათ სპეციფიკურ წუხილებს სხვადასხვა საკითხზე, დაწყებული კორუფციასთან ბრძოლით, დამთავრებული გარემოს დაცვით და საშულებას აძლევდა მათ წამოეწიათ ეს საკითხები ამ მულტილატერალურ ფორუმზე.
ამ თვალსაზრისით, გიორგი წერეთელი შესანიშნავად წარმოადგენს თავის ქვეყანას. მას ესმის, რომ თუ საერთაშორისო თანამეგობრობა ეხმარება საქართველოს გამოწვევების დაძლევაში, ქართველებმაც თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ უსაფრთხოების და თანამშრომლობის საკითხებში მთელს ევროპაში, ეუთოს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.
გიორგი წერეთელი ასევე არის ამერიკის შეერთებული შტატებისა და კონგრესის ნამდვილი მეგობარი. მას მჭიდრო კავშირში აქვს ჩემთან და წარმომადგენელთა პალატის სხვა წევრებთან ორივე პარტიიდან. ასეთივე ურთიერთობა აქვს მას კოლეგებთან სენატში.
როდესაც ის შეერთებულ შტატებს სტუმრობს, ის ყოველთვის ურთიერთობს ჩვენთან, მიუხედავად მისი მძიმე გრაფიკისა, ის ყოველთვის ხელმისაწვდომია, როდესაც ჩვენ გვჭირდება მისი მონაწილეობა. მის გამოსვლებში ის რეგულარულად აღნიშნავს აშშ-ს ჰელსინკის კომისიის მიერ გაწეულ კარგ სამუშაოს.
საბოლოოდ, გიორგი წერეთელმა იცის, რომ არა მხოლოდ დიპლომატებს და პარლამენტარებს შეაქვთ წვლილი პოზიტიურ ცვლილებებში. ის ყოველთვის ჩართული იყო და მხარს უჭერდა ოპოზიციის ლიდერებს, ჟურნალისტებს, ადამიანის უფლებათა დამცველებს, რომლებიც საკუთარ უფლებებთან ერთად იცავდნენ სხვის უფლებებს, სინამდვილეში ყველა მოქალაქის.
ეს აშკარა იყო, როდესაც მან მხარი დაუჭირა ბევრი ჩვენგანის მცდელობას, პასუხისმგებლობა დაკისრებოდა მათ, ვინც ნამდვილად იყო პასუხისმგებელი რუსი ოპოზიციონერი მოღვაწის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში, ასევე მისი შეთავაზებები, როგორ გვეპასუხა მოქალაქეებზე შეტევისათვის ბელორუსში.
მათ, ვინც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში ვიყავით ჩართული, ძალიან დაგვაკლდება გიორგი წერეთლის ხელმძღვანელობა მისი მაღალი ტრიბუნიდან ჩვენი დებატების დროს, მაგრამ მჯერა, რომ გვექნება შესაძლებლობა ვიმუშაოთ მასთან ერთად მომავალ საქმიანობაში.
რადგან ასამბლეა არის ხელმძღვანელობის ცვლილების პროცესში, მინდა დავარწმუნო ჩემი კოლეგები კონგრესსა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ჩემს მტკიცე ვალდებულებაში, რომ გავაძლიერო შეერთებული შტატების და მისი მრავალი მეგობრისა თუ პარტნიორის ინტერესები ეუთო-ს რეგიონში.
ქალბატონო სპიკერო, გთხოვთ, შემომიერთდეთ, რათა მივესალმოთ გიორგი წერეთლის საქმიანობას, როგორც ყველაზე ხანგრძლივი ლიდერის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ისტორიაში, ასევე კონგრესის თანამშრომლობის გაგრძელებას ამ ასამბლეასთან.“
პოლიტიკა
- ყველა პირი, რომელსაც F, M ან J არასაიმიგრაციო ვიზებზე შეაქვს განაცხადი, ვალდებულია, შეცვალოს სოციალური ქსელების კონფიდენციალურობის პარამეტრები და გახადოს საჯარო - აშშ-ის საელჩო
- აუცილებელია, 20 ივნისის საქმეზე არა იმის გამოძიება, პოლიციელებმა რატომ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, არამედ რატომ მოხდა საპოლიციო ოპერაციის ისე დაგეგმვა, რომ ადამიანები დაშავდნენ - გია ვოლსკი
- არაფერი არ უქმდება, ფუნქციები გადანაწილდება სტრუქტურებში - ლევან მაჭავარიანი უსაფრთხოების საბჭოზე
- კიდევ დამიბარეს არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ კომისიაში, მგონი მკაფიოდ გითხარით, არ გაღიარებთ, მოსვლას არ ვაპირებ - მამუკა ხაზარაძე
სამართალი
- ბადრი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება
- პროკურატურამ მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა
- ყალბმა კომისიამ პოლიტიკური ნიშნით დამიბარა გამოძიებაზე, არანაირი თანამდებობა მე არ მქონია იმ პერიოდში - ბადრი ჯაფარიძე
- წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ? ადამიანი, რომელმაც თანაშემწის "სიგნალის" „ჩათით“ დამიბარა, მოდიო, ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?! - მამუკა ხაზარაძე
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი მებრძოლების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა
- ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს გამართლება არ აქვს - ემანუელ მაკრონი ისრაელ-ირანზე
- ვაფრთხილებ ხამენეის, კარგად ახსოვდეს, რა დაემართა მეზობელი ქვეყნის დიქტატორს - ისრაელ კაცი
- ეს არის მშვიდობა ძალის მეშვეობით და ამერიკა უპირველეს ყოვლისა, აშშ ახლო აღმოსავლეთში თავდაცვით პოზიციას იკავებს - პიტ ჰეგსეთი ირანზე
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა ბიზნესი“ - ახალი მიმართულება ჰოლდინგმა ბიზნესფორუმზე კორპორაციულ მომხმარებლებს წარუდგინა
- იტალიური სუპერქარი საქართველოში – Lamborghini-ს შოურუმი თბილისში ოფიციალურად გაიხსნა
- Prime მომსახურება ბიზნესპარტნიორებისთვის - მომხმარებელზე ზრუნვის ახალი სტანდარტი „თეგეტა ბიზნესისგან“
- საქართველოში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა - ბრენდი პირველ ეტაპზე 30 ავტომობილის გაყიდვას გეგმავს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება