ნიკა მელია მმართველ პარტიას მოუწოდებს ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება დროულად შეუწყვიტონ

საქართველო, თბილისი - 16:06 | 25.01.2021
ნანახია: 708

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია მმართველ პარტიას მოუწოდებს იხელმძღვანელონ რეგლამენტით და ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება დროულად შეუწყვიტონ.

„ძალიან მარტივი მოცემულობაა და ვფიქრობ "ქართულმა ოცნებამ" უნდა გაბედოს და გააკეთოს ის, რაც უნდა გააკეთოს. ოპოზიციამ უარი თქვა მასკარადში მონაწილეობაზე. შესაბამისად, მოპარული, გაყალბებული არჩევნების გაფორმება ჩვენი მონაწილეობით არ მოხდება. მმართველმა პარტიამ უნდა იხელმძღვანელოს რეგლამენტით, რომელიც უკვე დარღვეულია და თითოეულ ჩვენგანს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება" - განაცხადა ნიკა მელიამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე