საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "სილქ როუდ ჯგუფის" და "ანაგის" ერთობლივი პროექტი ხორციელდება
საქართველო, თბილისი - 16:55 | 29.01.2021 ნანახია: 991
საქართველოს ბანკი ადგილობრივი პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მწვანე კონცხზე საცხოვრებელი /დასასვენებელი კომპლექსი "ბოტანიკო" შენდება. გარდა ადგილმდებარეობისა, "სილქ როუდ ჯგუფის" და "ანაგის" ერთობლივ პროექტს, მისი არქიტექტურა და მშენებლობის მაღალი ხარისხი გამოარჩევს.
მარადმწვანე სუბტროპიკულ მცენარეებში ჩაფლული კომპლექსი 2 დამოუკიდებელი ბლოკისგან შედგება, სადაც სმარტ სისტემებით აღჭურვილი 81 ბინაა განთავსებული. თითოეული ბინიდან კი პანორამული ხედი შავ ზღვაზე, 180 გრადუსით იშლება.
1.5 ჰექტარზე გადანაწილებული სივრცე ბათუმიდან 9 კმ.-ითაა დაშორებული და სრულფასოვანი განტვირთვისთვის ყველა ელემენტს აერთიანებს, როგორიცაა: სარელაქსაციო და სავარჯიშო სივრცეები, ოთხივე სეზონზე ფუნქციონირებადი საცურაო აუზი, ბარ-რესტორანი, საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკები და რაც მთავარია, ახლოს მდებარე სანაპირო და ბათუმის ბოტანიკური ბაღი. დამატებითი კომფორტისთვის კი "მწვანე კონცხი ბოტანიკო" ბინადრებს 24 საათიან დაცვას, ტექნიკურ დახმარებას და დასუფთავების სერვისს სთავაზობს.
ბინები სრული რემონტით, გათბობისა და კონდიცირების ინდივიდუალური სისტემით, ტექნიკით, სამზარეულოს ავეჯითა და სრულად მოწყობილი სველი წერტილებით ბარდება. გარდა ამისა, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, თავად აირჩიოს ავეჯი, რომელიც ბინაში განთავსდება.
აღსანიშნავია, რომ ბანკი და "მწვანე კონცხი ბოტანიკო" SOLO და WM მომხმარებლებს აძლევს უნიკალურ შეთავაზებას, რაც იმას ნიშნავს რომ დღეიდან, 2021 წლის 1 აპრილამდე ის, ვინც გადაწყვეტს ბინის შეძენას დროის ამ შუალედში, შეძლებს ისარგებლოს 7%-იანი ფასდაკლებით, როგორც კვადრატულის ფასზე, ასევე იპოთეკურ სესხზე.
"საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კიდევ ერთი, უნიკალური, ადგილობრივი პროექტი - "მწვანე კონცხი ბოტანიკო" ხორციელდება. "ბოტანიკო" უმაღლესი ხარისხის საცხოვრებელი და დასასვენებელი კომპლექსია, რომელიც მისი უნიკალური ადგილმდებარეობითა და კომფორტით, არქიტექტურული გადაწყვეტითა და გეგმარებით გამოირჩევა. გარდა ამისა, პროექტის დამატებითი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ორი უძლიერესი ბიზნეს ჯგუფის, "სილქ როუდისა" და "ანაგის" ჩართულობით ხორციელდება. მოხარული ვართ, რომ "მწვანე კონცხი ბოტანიკოსთან" ერთად ჩვენ ჩვენს SOLO და WM მომხმარებელს ვაძლევთ საინტერესო შეთავაზებას ისარგებლონ სპეციალური პირობებით. გვჯერა, რომ პროექტი იქნება ძალიან წარმატებული და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს როგორც დასაქმების, ასევე ადგილობრივი ბიზნესის განვითარების კუთხით", - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაციისთვის, "სილქ როუდ ჯგუფი" ერთერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიაა საქართველოში, რომელიც 1997 წელს დაარსდა. კომპანია ძირითადად 5 სექტორში საქმიანობს. ესაა: უძრავი ქონება, ტელეკომუნიკაციები, სტუმარ-მასპინძლობა, ტრანსპორტირება და ენერგეტიკა. "სილქ როუდ ჯგუფი" ერთერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს საქართველოში საინტერესო და აღიარებული ტურისტული მიმართულებების განვითარებაში. წლების განმავლობაში ჯგუფი ქმნის მსოფლიო კლასის ტურისტულ სერვისს და წამყვან როლს თამაშობს ქვეყნის ტურიზმის სექტორში. ჯგუფის მფლობელობაშია მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი სასტუმროები: Radisson Blu Iveria თბილისში, Radisson Blu ბათუმში, Radisson Collection წინანდალში და ასევე წინანდალის მდებარე Park Hotel-ი.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















