20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს უნდა პარლამენტში შემოსვლა, თუმცა შანტაჟისა და ბულინგის გამო ვერ ახერხებენ - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 12:30 | 02.02.2021
ნანახია: 729

გვაქვს ინფორმაცია, რომ 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს უნდა პარლამენტში შემოსვლა, თუმცა შანტაჟისა და ბულინგის გამო ვერ ახერხებენ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატებს არ შეუწყვეტს.

"გვაქვს ინფორმაცია, რომ 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს უნდა პარლამენტში შემოსვლა, თუმცა შანტაჟისა და ბულინგის გამო ვერ ახერხებენ დღემდე ამ ნაბიჯის გადადგმას. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ამ დეპუტატებს კიდევ ერთხელ მივცეთ სადეპუტატო მანდატების შენარჩუნების შესაძლებლობა", - თქვა კობახიძემ.

დღეს ცნობილი გახდა საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმად, არჩეულ 51 დეპუტატს საპარლამენტო მანდატები არ შეუწყდებათ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე