ვლადიკავკაზში ძლიერი აფეთქება მოხდა

საქართველო, თბილისი - 10:51 | 12.02.2021
ნანახია: 648

რუსეთის ქალაქ ვლადიკავკაზში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში ძლიერი აფეთქება მოხდა. ერთსართულიანი შენობა მთლიანად დაინგრა. მაღაზიაში მხოლოდ ერთი ადამიანი - დაცვის წარმომადგენელი იმყოფებდა, რომელიც აფეთქებას უვნებლად გადაურჩა. რუსული მედიის ცნობით, მას სამართალდამცველები უკვე კითხავენ.

პირველადი მონაცემებით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.  აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია. ინიდენტი დილით მოხდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე