დღევანდელი დღე იძლევა სივრცეს მოლაპარაკებებისთვის - გიგი უგულავა

საქართველო, თბილისი - 11:50 | 18.02.2021
ნანახია: 583

დღევანდელი დღე იძლევა სივრცეს მოლაპარაკებებისთვის და მიუხედავად იმისა, რომ მძიმე კოლაფსშია ხელისუფლება, მან უნდა გააცნობიეროს, რომ მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ გიგი უგულავამ გიორგი გახარიას პოსტიდან გადადგომის შესახებ საუბრისას განაცხადა.

"ჩვენი პრინციპული პოზიცია გაყალბებული არჩევნების პირველივე დღიდან იყო მშვიდობიანი მოლაპარაკება პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად. დღევანდელი დღე იძლევა სივრცეს მოლაპარაკებებისთვის და მიუხედავად იმისა, რომ მძიმე კოლაფსშია ხელისუფლება, მან უნდა გააცნობიეროს, რომ მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს", - განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, მოლაპარაკება პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად შესაძლოა, იყოს მხოლოდ ერთ, მთავარ საკითხზე - ახალ არჩევნებზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და საარჩევნო რეფორმაზე.

"ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ მოლაპარაკებების მაგიდას, რათა ქვეყანა არ გადაყვეს შლეგი კობახიძის, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო პარლამენტის თავმჯდომარის და გაუგებარი მდინარაძის კარიერულ ამბიციებს", - თქვა უგულავამ.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. გახარიამ აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.

პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე