"ქართული ოცნება" პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას ხვალ დაასახელებს

საქართველო, თბილისი - 12:17 | 18.02.2021
ნანახია: 500

"ქართული ოცნება" პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას ხვალ დაასახელებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე მსჯელობა ხვალ პლიტსაბჭოს სხდომაზე მოხდება.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. გახარიამ აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.

პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე