ახალ არჩევნებს ჩანიშნავს ჯერჯერობით ის ხელისუფლება, რომელიც არის მართვის სადავეებთან - მელია

საქართველო, თბილისი - 13:05 | 18.02.2021
ნანახია: 514

"ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდება. ხელისუფლება შეიცვლება მშვიდობიანად", - ამბობს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია.

"მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდება. ამ ქვეყანაში ახალ არჩევნებს ჩანიშნავს ჯერჯერობით ის ხელისუფლება, რომელიც არის მართვის სადავეებთან - ბატონი კობახიძე აღარ არის იმ მდგომარეობაში, რომ მას შეეძლოს ხალხის ნებისთვის ზურგის შექცევა.

ხელისუფლება ამ ქვეყანაში შეიცვლება მშვიდობიანად და ეს მოხდება ძალიან მალე. ბატონ კობახიძეს სულ რამდენიმე საათის წინ გეგმაში ჰქონდა ჩემი დაპატიმრება, რაც თავშივე იყო საფუძველს გამოცლილი". - ამბობს მელია.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. გახარიამ აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.

პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე