პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს - სენატორები რიში და შაჰინი

საქართველო, თბილისი - 13:35 | 20.02.2021
ნანახია: 650

შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ევროპის საკითხთა ქვემოკიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი და საგარეო საქმეთა კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

სენატორების განცხადებით, საქართველოში პოლიტიკური დევნა და დაკავებები უნდა დასრულდეს.

"ღრმა შეშფოთებას იწვევს საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. ქართველი ხალხი იმსახურებს კანონის უზენაესობას, დემოკრატიას, სამართლიან და დამოუკიდებელ სასამართლოს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან არაერთხელ გაგვიმახვილებია ყურადღება პოლიტიკურ დევნაზე. მიუხედავად იმისა, რომ გვახარებს ნიკა მელიას დაპატიმრების გაუქმების გადაწყვეტილება, მსგავს პოლიტიკურ დევნასა და დაკავებებს საქართველოში ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს. ახლა კი ყველა პოლიტიკური მოთამაშე უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და იზრუნოს პოლიტიკური ვითარების დეესკალაციისთვის. ვიმედოვნებთ, პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად დასრულდება", - აღნიშნულია განცხადებაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე