მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს იმ 4 პუნქტზე, რომელიც დევს მაგიდაზე 4 რაუნდია - ზურაბ ჯაფარიძე

საქართველო, თბილისი - 17:33 | 20.02.2021
ნანახია: 484

"გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციამ ​ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჟიგიმინატას პავილიონისთან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც "კიდევ უფრო დამძიმდა ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით".

"ეს ადამიანიც არის ამ ქვეყნის გულმხურვალე მეგობარი. ისიც ეძებს გამოსავალს ამ სიტუაციიდან. ისიც, ისევე როგორც ჩვენ, ფიქრობს, რომ გამოსავალი მხოლოდ შეიძლება მოძებნილი იყოს მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან.

ჩვენი პოზიცია არის იგივე - მოლაპარაკებები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ქართული ოცნება უნდა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს იმ 4 პუნქტის გარშემო, რომელიც დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე უკვე უკანასკნელი 4 რაუნდია",- თქვა ჯაფარიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე