მჯერა, რომ ერთსულოვნებითა და მთავარი ფასეულობების გარშემო გაერთიანებით საქართველო გახდება ძლიერი ევროპული სახელმწიფო - პრეზიდენტი
საქართველო, თბილისი - 12:08 | 21.02.2021 ნანახია: 803
მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად, შიგნიდან თუ გარედან, ხელს უშლიდნენ ქვეყანაში მიმდინარე ეროვნულ და დემოკრატიულ პროცესებს, ვერავინ გვათქმევინა უარი ჩვენს ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებზე, რომლებიც 1921 წლის კონსტიტუციამ განამტკიცა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე განაცხადა.
„ერთი საუკუნის წინ, ამ დღეს, დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო. საბჭოთა ოკუპაციის გამო მან მხოლოდ ოთხი დღე იარსება, თუმცა პირველი კონსტიტუცია იქცა იმის სიმბოლოდ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო. ის ერთ-ერთი პროგრესული კონსტიტუცია იყო ევროპის კონტინენტზე და ჯერ კიდევ მაშინ აღიარებდა მთავარ ღირებულებებად ერისა და პიროვნების თავისუფლებას, დემოკრატიასა და სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც კანონი უზენაესია და კანონის წინაშე ყველა თანასწორია!
საქართველოს პირველ კონსტიტუციაში ასახულია იმ დროს, ჯერ კიდევ თეორიაში არსებული, ისეთი პროგრესული და დემოკრატიული დებულებები, როგორიცაა: საპარლამენტო მოწყობა და მმართველობის დაბალანსებული სისტემა, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი, ფარული და პროპორციული არჩევნები, სიკვდილით დასჯის გაუქმება, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება, მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები, კანონის წინაშე მათი თანასწორობა, განურჩევლად სქესისა, ეროვნული თუ წოდებრივი კუთვნილებისა, ეროვნული უმცირესობების თავისუფალი სოციალურ-კულტურული განვითარება, საყოველთაო საარჩევნო უფლება – ქალთა და მამაკაცთა საარჩევნო თანასწორობა, რაც ჯერ კიდევ 1918 წელს საკანონმდებლო ორგანოში ქალი დეპუტატის, ამასთან, მსოფლიოში პირველი მუსლიმი დეპუტატი ქალის არჩევის სამართლებრივი გამოძახილი იყო.
სწორედ ამ ფასეულობების აღიარებით გამოირჩევა 1921 წლის კონსტიტუცია არა მხოლოდ საუკუნის წინ შექმნილ, არამედ თანამედროვეობის ძირითად კანონებს შორის. სწორედ ეს ფასეულოებები შემოინახა ჩვენმა ისტორიულმა მეხსიერებამ. ისინი ვერ წაშალა საბჭოთა ოკუპაციის ხანგრძლივმა წნეხმა. მართალია, პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციამ ვერ დაიცვა დამოუკიდებლობა, თუმცა მომავალ თაობებს გადასცა დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენის სამართლებრივი საყრდენი.
1921 წლის კონსტიტუციამ ფუნდამენტური როლი შეასრულა ისტორიულ წარსულთან ჩვენი კავშირის შენარჩუნებაში. როგორც მის მე-10 მუხლშია ნათქვამი, „ეს კონსტიტუცია ძალაშია მუდმივ და შეუწყვეტლივ“, შესაბამისად, 1991 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი 1921 წლის კონსტიტუციის სამართალმემკვიდრედ აღიქმება (რაც შემდეგ 1995 წლის კონსტიტუციაში აისახა).
მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად, შიგნიდან თუ გარედან, ხელს უშლიდნენ ქვეყანაში მიმდინარე ეროვნულ და დემოკრატიულ პროცესებს, ვერავინ გვათქმევინა უარი ჩვენს ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებზე, რომლებიც 1921 წლის კონსტიტუციამ განამტკიცა. ეს თარიღი – ასი წელი – ნათლად გვაჩენებს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო და არის ქვეყნის წინსვლისთვის – დამოუკიდებლობიდან დღემდე – ერის ერთსულოვნება.
კონსტიტუცია ის ღერძი და ხერხემალია, რომელიც კრავს სახელმწიფოს და ზურგს უმაგრებს მას. ამდენად, კონსტიტუცია, ერთი მხრივ, არის ჩვენი სულიერი, ისტორიული და სამართლებრივი კავშირი ჩვენი ქვეყნის წარსულთან. ამავე დროს ის დღევანდელი სახელმწიფოს რეალური საყრდენი და ასევე, ჩვენი მომავლის ფუნდამენტია. აქედან ნათელი უნდა იყოს, რომ ჩვენი სამართლებრივი საყრდენის რღვევა, სახელმწიფოს რღვევაცაა!
გამსახურდიას ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა კონსტიტუციის პირდაპირი უგულებელყოფა იყო. ყოველი ამგვარი მცდელობა დღესაც (თუნდაც ზვიადისა და მერაბის სახელების გამოყენებით) პირველ კონსტიტუციაში ასახულ ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინიცპებს და, შესაბამისად, ჩვენს სახელმწიფოებრიობას ეწინააღმდეგება!
დიდი დრო დავკარგეთ და დღესაც ვკარგავთ გაუთავებელ დაპირისპირებასა და პოლარიზაციაში. წინსვლის გზა კი მხოლოდ ერთიანობასა და საერთო მიზნისაკენ შეთანხმებული ნაბიჯებით სვლაშია. ჩვენ შეგვიძლია, ვიამაყოთ სამართლის ტრადიციებით, საქართველოს სხვადასხვა მხარეში განვითარებული სამართლის ისტორიული ადათ-წესებით. ეს ტრადიცია ქმნის ჩვენი კონსტიტუციონალიზმის განსაკუთრებულობას. ეს ტრადიცია გრძელდება დღემდე.
მინდა, გამოვხატო პატივისცემა ყველა კონსტიტუციონალისტის მიმართ. მათ მიმართ, ვისაც წვლილი მიუძღვის ჩვენი 1995 წლის კონსტიტუციის შექმნასა და შემდგომ მასში შეტანილი ყველა ცვლილების ჩამოყალიბებაში. შეგვიძლია, ყველამ ერთად ვიამაყოთ კონსტიტუციის ბოლო რედაქციით. ეს ახალი რედაქცია ეფუძნება ადამიანის ღირსების, როგორც უზენაესი ღირებულების, იდეას. იგი აწესებს დახვეწილ, ახალი ტიპის ევროპულ საპარლამენტო მმართველობას, ძლიერი პარლამენტით, ძლიერი ბერკეტებით ოპოზიციის ხელში, ქმედითი მთავრობით, დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლებით და ზეპარტიული პრეზიდენტით. აწესებს მთელ რიგ ახალ უფლებებს – სოციალურს, საზოგადოებრივს, ეკოლოგიის თუ ჯანდაცვის დარგში, რითაც წამყვანი კონსტიტუციების რიგებში ეწერება.
მე, პირადად, ამაყი ვარ, რომ ვეკუთვნი იმ ემიგრაციას, რომელიც 1921 წლის კონსტიტუციით ცოცხლობდა და ბოლომდე სწამდა მისი აღდგენისა. ამაყი ვარ და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან პრეზიდენტის უმაღლესი ვალდებულება სწორედ კონსტიტუციისა და მისი პრინციპების ერთგულებაა. მჯერა, რომ ერთსულოვნებითა და მთავარი ფასეულობების გარშემო გაერთიანებით საქართველო გახდება ძლიერი ევროპული სახელმწიფო – სწორედ ისეთი ქვეყანა, როგორზეც ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები, რომლებმაც მიიღეს საქართველოს პირველი კონსტიტუცია. ისეთი, როგორსაც ჩვენი კონსტიტუცია გვკარნახობს. ჩვენს კონსტიტუციას ჯერ კიდევ გარდამავალი სახე აქვს, რამეთუ ჩვენ გადასალახი გვაქვს უმთავრესი გამოწვევა – გაუცხოება ჩვენს განუყოფელ ნაწილთან, აფხაზ და ოს ხალხებთან, საქართველოს ხალხის გამთლიანება, ჩატეხილი ხიდის აღდგენა და ერთად კონსტიტუციის დასრულება – ეს არის ჩვენი მიზანი. ამ მიზნისკენ გადადგმული ერთი მცირე, მაგრამ სიმბოლური ნაბიჯია საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის თარგმნა და გამოცემა აფხაზურ ენაზე. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და მადლობას გიხდით ყურადღებისათვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















