კახა კალაძე: რამდენიმე დღეში დენი გაიაფდება, შემდეგ - გაზი და საწვავი
საქართველო, თბილისი - 16:01 | 27.09.2015 ნანახია: 55804
რამდენიმე დღეში, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებას ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებას ამცნობს. "ვერსიასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში, მინისტრი კონკრეტულ ციფრებს არ ასახელებს, მაგრამ ამბობს, რომ დენის ტარიფი რამდენიმე თეთრით შემცირდება, რადგან "ინტერ რაოსთან" მოლაპარაკება თითქმის დაასრულა.
”ენერგეტიკის მინისტრად ჩემი დანიშვნის პირველივე დღიდან, აქტიურად ჩავერთე ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებულ სამუშაოში, რადგან ეს არის თემა, რომელიც ამ ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს. ფაქტობრივად, პროცესი უკვე დასრულებულია, დეტალებს ჯერ არ დავაკონკრეტებ, მაგრამ მხოლოდ იმას გეტყვით, რომ რამდენიმე დღეში, ბრიფინგს ჩავატარებთ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გაიგებს, რამდენით შემცირდება ელექტროენერგიის ტარიფი. უკვე დავასრულეთ მოლაპარაკება "ინტერ რაოსთან", მაგრამ ახლა დეტალებს ვაზუსტებთ. კონკრეტულ ციფრებზე, თუ რამდენი თეთრით შემცირდება დენის ტარიფი, ახლა არ ვისაუბრებ, მაგრამ დეტალურ ინფორმაციას მხოლოდ მას შემდეგ მოგაწვდით, როდესაც მემორანდუმსა და კონტრაქტებს ხელს მოვაწერთ”, - აცხადებს კალაძე.
რაც შეეხება გაზის ტარიფს, კალაძე ამბობს, რომ მომდევნო ეტაპზე, გაზისა და საწვავის გაიაფებაზეც იმუშავებენ.
”ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისა და ჩვენს ინტერესებში შედის, ამიტომ დენის შემდეგ გაზი და საწვავი აუცილებლად გაიაფდება”, - აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















