ლარი გამყარდა

საქართველო, თბილისი - 18:32 | 02.06.2021
ნანახია: 965

2 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2228 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2547 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 3.19 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.9238 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9792 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 5.54 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3742 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.5558 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 03 ივნისიდან შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე