ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ და მასობრივ არეულობაში რაც მოხდებოდა, დაგაკმაყოფილებდათ ვამპირებო? - მეუფე ანტონი აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოებს
საქართველო, თბილისი - 20:44 | 11.07.2021 ნანახია: 809
ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ და იმ მასობრივ არეულობაში რაც მოხდებოდა დაგაკმაყოფილებდათ ვამპირებო? - ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის საელჩოებს სოციალური ქსელით მიმართავს.
"რატომ უქნევთ თითს ქართველ ხალხს, ჩვენს ღირებულებებს .....
რატომ ფუთავთ უზნეობას ზნეობრიობის მანტიაში. გველს რომ ბულბულს არქმევთ , ნუთუ ფიქრობთ თქვენს გაწვრთნილობას და დახვეწილობას სასაუბრო ენაში ეს „ბნელი ხალხი „ ვერ მიგიხვდებით?
ვამჩნევ ნებისმიერი ჩვენი მოაზროვნე, ხელისუფალი, სასულიერო პირი თუ უბრალოდ პატიოსანი ადამიანი რომ გამოდის, ჯერ აუცილებლად უნდა იხმაროს ძალადობას ვგმობ, ვემიჯნები, რა ძალადობა, ვინაა ძალადობის მომხრე, იცითმ როდესაც კაცს თავისმართლების რეჟიმში აგდებთ მოგებული ხართ. თუ ვინმეა მოძალადე ეგ თვენ ხართ, აბსოლიტურ უმრავლესობას ძალადობრივად თავს რომ ახვევთ თქვენს გამრუდებულ შეხედულებებს.
რაიო? შეურაცყობილები ვართო, რატომ არ გამოიყვანეთ სპეცტექნიკა , რომლითაც აღჭურვეთო? რატომ არ იძალადეთ უმრავლესობაზეო? ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ და იმ მასობრივ არეულობაში რაც მოხდებოდა დაგაკმაყოფილებდათ ვამპირებო? ყველას პირში არ არის და არც იქნება მარწყვის გემო. რა გამოგილევთ გვარამიებს, უგულავებს, ფსევდო ჯაფარიძეებს, კაცთმოძულე ბერძენიშვილებს და უმგვანო დიაცთ რომელთა სახელების ხსენება უხსენებელისავითაა... მაგრამ იცოდეთ ჩვენც ვართ!!! ვერ გიშველით შეფუთული 17 მილიარდი, რომელიც ვითომ ჩვენი კეთილდღეობისთვისაა, ვხდებით უკვე ყველაფერს...
ჩვენ რუსეთს უთხარით უარი, დაგვიმარტოხელეთ და ალერსით გაბრუებულებს და საკენკით მიტყულებულებს გინდათ მოგვახვიოთ თქვენი მრუში- ბილწი და გარყვნილი იდეალები. გინდათ შეძვრეთ ჩვენს ბაღებში, სკოლებში იქ გინდათ ასწავლოთ და ვადაზე ადრე „გაუნათოთ“ გონება ბავშებს. პირველი ღილი გინდათ შეუბნიოთ არასწორად დანარჩენი იცით თავისთავად წავა...
ნუ გავიძულებთ დამარტოხელებულებმა ნაცნობ ჭირთან ყოფნა ვირჩიოთ.
გულში ლახვარი სჯობს, უკანალში ლახვარს!
თქვენასვით დახვეწილად და დიპლომატიურად ვერ გწერთ და ასისინდებიან ეხლა ვისაც ღილები აუბნიეთ და პირში მარწყვის გემო დაუტოვეთ., ზოგს ენა არ მოეწონება, ზოგს სურათი ზოგს კიდე რა..." - წერს მიტროპოლიტი.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















