თეგეტა მოტორსმა თანამშრომლებისთვის ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო
საქართველო, თბილისი - 17:21 | 11.08.2021 ნანახია: 935
თანამშრომელთა და მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, თეგეტა მოუწოდებს გუნდის წევრებს, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ. თეგეტა მწვანე ზონა - კომპანიაში ამ სახელწოდებით ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია მიმდინარეობს. თეგეტა თანამშრომლების Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრის გასაკეთებლად მოტივაციისთვის რამდენიმე მიმართულებით მუშაობს.
მსურველებისთვის თეგეტა აორგანიზებს მასობრივ ვაქცინაციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში - რეგისტრაციისა და ვაქცინაციის კაბინეტებში ტრანსპორტირების უზრუნველყოფით.
ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის გასაზრდელად კომპანიის შიგნით მიმდინარეობს აქტიური საინფორმაციო კამპანია - თეგეტას გუნდის წევრებს ყოველდღიურად ეგზავნებათ ცნობიერების ასამაღლებელი ინფორმაცია სანდო წყაროებზე დაყრდნობით. კვირაში ერთხელ იმართება შეხვედრა პროფესიონალებთან, ექიმებთან და ჯანდაცვის სპეციალისტებთან, რომლებიც თეგეტელების კითხვებს პასუხობენ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.
საორგანიზაციო და საინფორმაციო ნაწილის გარდა კომპანიაში წამახალისებელი საჩუქრები და აქტივობებიც აქვთ პასუხისმგებლიანი თანამშრომლებისთვის, ვისაც ვაქცინაციით პანდემიასთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეაქვს:
• თანამშრომლები, რომლებიც 31 აგვისტომდე აიცრებიან დამატებითი დეიოფით და ბრენდირებული ნივთებით დასაჩუქრდებიან;
• ასევე პირველ 5 ფილიალსა და დეპარტამენტს, რომლის 80% აიცრება და გახდება მწვანე ზონა კომპანია აღიარების ნიშნად პერსონალურ გასართობ ღონისძიებებს მოუწყობს;
• ყოველ კვირეულად იმართება გათამაშება აცრილ თანამშრომლებს შორის, სადაც აქვთ შესაძლებლობა ელექტრო სკუტერი მოიგონ;
• ვაქცინირებული თანამშრომლებისთვის იმართება შემეცნებითი აქტივობები - ფოტოგრაფიის მასტერკლასი, ლიტერატურული დისკუსიები ქართველ ავტორებთან ერთად და შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.
"თეგეტას გუნდმა პანდემიის პერიოდში პროფესიონალიზმისა და საერთო საქმისადმი თავდადების მაგალითი აჩვენა. ახლა ჩვენი გუნდი ვირუსის
პრევენციისთვის, ვაქცინაციის პროცესის დასაჩქარებლად ერთიანდება.
ჩვენი მიზანია, რომ თეგეტა გახდეს მწვანე ზონა - პირველი მასშტაბური კომპანია, სადაც თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა აცრილი იქნება. რადგან ჩვენთვის გუნდის წევრების, მათი ოჯახებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მთავარი საზრუნავია. ვაქცინაციას კი წესების დაცვასთან ერთად, უბრალოდ არ აქვს ალტერნატივა პანდემიის შესაჩერებლად", - ვახტანგ კაჭარავა, თეგეტა მოტორსის ფინანსური დირექტორი.
თეგეტა მოტორსისთვის ვირუსის გავრცელების პრევენცია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ამოცანაა. ამისთვის, ვაქცინაციის წახალისების პარალელურად, კომპანიაში მკაცრად კონტროლდება უსაფრთხოების ნორმები, სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე შესაბამისი რგოლის თანამშრომლები კი 2 კვირიანი როტაციით დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე არიან გადაყვანილები.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















