იცოდით რომ სამსახურის დასაწყებად მარტივი გზა არსებობს? - თეგეტა მოტორსის შემოთავაზება
საქართველო, თბილისი - 18:12 | 07.09.2021 ნანახია: 688
"თეგეტა მოტორსი" შვილობილ კომპანია "თეგეტა აკადემიასთან" ერთად სამსახურის მაძიებლებს პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობას და გარანტირებულ დასაქმებას გთავაზობთ. თეგეტა ჰოლდინგი განაგრძობს პროექტს "დაიწყე კარიერა თეგეტაში". ნებისმიერ მსურველს აქვს შანსი შეიძინოს ახალი პროფესია და დაიწყოს მუშაობა კომპანიაში, რომელიც უკვე საქმინობის 26 წელს და ამდენივე შვილობილ კომპანიას ითვლის.
კამპანია "დაიწყე კარიერა თეგეტაში" ამჯერად ქუთაისს, ფოთსა და ბათუმს დაფარავს. მსურველები ამ სამი დიდი ქალაქიდან თვენახევრიან თეორიულ კურსს გაივლიან, შემდეგი ეტაპი ანაზღაურებადი სტაჟირებაა, რის შემდეგაც კურსდამთავრებულები ავტოინდუსტრიის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიაში გარანტირებულად საქმდებიან.
სასწავლო კურსი უფასოა. სწავლების პროცესი ბათუმის თეგეტა აკადემიაში წარიმართება. კომპანია ამ შემთხვევაშიც ითვალისწინებს აპლიკანტების ინტერესებს და მათ ტრანსპორტირებისა და ცხოვრების ხარჯებს თავის თავზე იღებს.
განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 12 სექტემბრამდე გაგრძელდება. სწავლის დაწყების თარიღი 20 სექტემბერია.
"სამი მთავარი მიზეზი რატომ უნდა აირჩიოთ თეგეტა, - ეს არის გუნდი, ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან კომპანიის წარამტებას თავიანთი პროფესიონალიზმით. ასევე აკადემიაში სწავლისას დახვდებათ საუკეთესო სასწავლო პროგრამები და ტრენინგები როგორც ტექნიკური, საავტომობილო კუთხით, ასევე ბიზნეს ტრენინგების მიმართულებით. და რაც ასევე მნიშნველოვანია, ეს არის განვითარების შესაძლებლობა, თეგეტა მუდამ მზად არის ხელი შეუწყოს საკუთარ თანამშრომლებს სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების დაგროვებასა და წინსვლაში", - ამბობს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლიკა ბერუაშვილი.
თვენახევრიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში აპილკანტები შეიძენენ საბაზისო ცოდნას ავტომობილის აგებულების შესახებ, შეისწავლიან კომპანიის პროდუქტებსა და შიდა პროგრამებს. ანაზღაურებად სტაჟირებას კი რეგიონების (ამჯერად ქუთაისი, ბათუმი, ფოთი) ფილიალებში გაივლიან.
"ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობაა ყველასთვის, ვინც სამსახურს ეძებს. ასევე ვფიქრობთ, რომ კამპანიის "დაიწყე კარიერა თეგეტაში" ფარგლებში, დასაქმების შანსს და სამომავლო პერსპექტივას ის ადამიანებიც დაინახავენ, ვისაც შესაძლოა აქამდე ამაზე არ უფიქრია. ველით ავტომობილებით დაინტერესებულებს, წინ საინტერესო პროცესია. ჩვენი კომპანია მზად არის დაეხმაროს მათ ამ გზის გავლაში. ეს არის შანსი, გახდე საქართველოში ერთ-ერთი პირველი და წარმატებული კომპანიის წევრი და იმ კონტრიბუციის ნაწილი, რაც დღეს "თეგეტას" საქართველოს ეკონომიკაში შეაქვს", - ამბობს ნათიკა ბერძული "თეგეტა მოტორსის" სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი

სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებული კანდიდატები დასაქმდებიან "თეგეტა მოტორსის" გაყიდვების ობიექტებსა და სერვისცენტრებში კონსულტანტის, სექტორის მენეჯერისა და პერსონალური მენეჯერის პოზიციებზე.
"თეგეტა მოტორსის" შესახებ: 1995 წელს დაფუძნებული ჰოლდინგი დღეს საერთაშორისო კომპანიაა. „თეგეტას“ აქვს მომსახურების ცენტრები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას მსოფლიოს 4 კონტინენტზე ახორციელებს. კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ გერმანულ ბრენდს „პორშეს“, შვედურ საავტომობილო გიგანტ „ვოლვოს“ და იაპონურ „ტოიოტასა“ და „მაზდას“. მსუბუქი ავტომობილების გარდა, სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით „თეგეტა მოტორსის“ ექსკლუზიური პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: „მანი“, „ჯეი-სი-ბი“, „ჰინო“ და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-მდე დასაქმებული თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებლად მიიჩნევა. „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ორგანიზაციის სოციალური პასუხისმგებლობაა. ჰოლდინგი ოთხი მიმართულებით მუშაობს: განათლების ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, ქალთა გაძლიერება და ინოვაციების მხარდაჭერა.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















