"აიცერი და მოიგე" - ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის წესები ცნობილია
საქართველო, თბილისი - 19:14 | 07.09.2021 ნანახია: 1024
"აიცერი და მოიგე" - StopCovid ლატარია ვაქცინაციის პროცესის სტიმულირებისთვის 13 სექტემბრიდან გაიმართება.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით ვაქცინაციის პროცესის წახალისების მიზნით მოსახლეობასაცრასთან ერთად უკვე მოგებაც შეუძლია. ყველა ადამიანი ვინც ერთხელ მაინც არის აცრილი ან აიცრება მიიღებს ფულის მოგების წარმოუდგენელ შესაძლებლობას!
ყოველდღე გათამაშდება 100 და 500 ლარი მოგება, ყოველკვირეულად 1000 -დან 10 000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელ გათამაშებაში, რომელიც 31დეკემბერს "საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში გაიმართება, გათამაშდება 100 000 ლარი.
ლატარიის გათამაშებები გაიმართება ვებგვერდზე www.stopcov.lotto.ge -ზე ყოველდღე 12 საათზე, ხოლო ყოველკვირეული - ორშაბათს, ყოველდღიური ლოტოს გათამაშების დასრულებისთანავე.
StopCovid ლატარიის "აიცერი და მოიგეს" გათამაშების ბილეთებს აცრილი ბენეფიციარები სახელმწიფოსგან ვაქცინაციის დროს უფასოდ მიიღებენ.
ლატარიაში "აიცერი და მოიგე" მონაწილეობს ყველა ვაქცინირებული ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით, ვაქცინირებული მომხმარებლების იდენტიფიცირება პირველი აცრის რეგისტრაციისას NDCD-ის ბაზაში მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვითმოხდება.
პირველი აცრის გაკეთებისთანავე ბენეფიციარიმონაცემთა ბაზაში ავტომატურად მიიღებს გათამაშების ბილეთს, აცრიდან მეორე დღესვე მიღებული ბილეთი ერთვება
"აიცერი და მოიგეს" ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებაში. მომხმარებელი, რომელმაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია წამახალისებელი ლატარიის ამოქმედებამდე, 13 სექტემბრამდე ჩაიტარა, მონაწილეობას მიიღებს "აიცერი და მოიგეს" ყველა გათამაშებაში.
StopCovid ლატარიის ვაქცინირების დროს მიღებული ბილეთი ვალიდურია ყველა გათამაშების განმავლობაში, მანამდე სანამ ბილეთზე არ დაფიქსირდება მოგება. მაგ: თუ მოქალაქის ბილეთმა ერთხელ გაიმარჯვა ყოველდღიურ გათამაშებაში, თქვენი ბილეთი აღარ მონაწილეობს მომდევნო ყოველდღიურ გათამაშებაში, მაგრამ მიიღებს მონაწილეობას ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებებში, თუ ბილეთმა მოიგო ყოველკვირეულ გათამაშებაში, ის შემდგომში მონაწილეობას მიიღებს შემაჯამებელ გათამაშებაში.
რაც უფრო მალე ჩაიტარებს ადამიანი ვაქცინაციას, მით უფრო ბევრ გათამაშებაში მიიღებს მისი ლატარიის ბილეთი მონაწილეობას და მით უფრო გაიზრდება მისი მოგების შანსი.
StopCovid ლატარიის "აიცერი და მოიგეს" ლატარიაში მოგების შესახებ ინფორმაციას მომხმარებელი მიიღებს რეგისტრაციის დროს მითითებულ მობილურ ნომერზე, მოგების იდენტიფიცირება მოხდება ასევე პირველი რეგისტრაციის დროს NDCD-ის ბაზაში მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით. გათამაშებების ტრანსლირება და შედეგების ნახვა შესაძლებელია საიტზე: www.stopcov.lotto.ge-ზე.
18 წლამდე აცრილი პირის ლატარიის ბილეთი გადაეცემა მშობელს, მეურვეს ან ოჯახისსრულწლოვან წევრს.
StopCovid ლატარიის "აიცერი და მოიგეს" 1000 ლარამდე მოგების განაღდება შესაძლებელია "საქართველოს ეროვნული ლატარიის" სერვის-ცენტრებში, რომლებიც განლაგებულია ყველა მსხვილ სავაჭრო მოლში მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო 1000 ლარზე მეტის მოგების შემთხვევაში მოგებულს თანხა ჩაერიცხება მის პირად საბანკო ანგარიშზე.
ლატარიის "აიცერი და მოიგეს" ჩატარების მიზანია ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობა, ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის, ვაქცინაციის პროცესისადმი ლოიალურობისა და სანდოობის გაზრდა.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















