სიფრიფანა გოგო ავტოსამყაროდან
საქართველო, თბილისი - 11:31 | 30.09.2021 ნანახია: 781
ტრაილერის მძღოლ მამას უნდოდა, მისი ქალიშვილი "ქალს რომ შეეფერება", ისეთ პროფესიაში ყოფილიყო - ლამაზ კაბინეტში გაპრანჭული მჯდარიყო და ნაკლებად დამღლელი საქმე ეკეთებინა. სიფრიფანა გოგოს ოცნება კი სრულიად სხვა მიმართულებით ვითარდებოდა - ღრმა ბავშვობიდან მისი სტიქია ავტომობილი იყო. 17 წლისამ ავტომობილის მართვა ოჯახისგან ჩუმად, მოპარული მანქანით დამოუკიდებლად ისწავლა. თეორიაც უპრობლემოდ ჩააბარა და სახლში მართვის მოწმობით დაბრუნდა. მამა მაშინ პირველად გააოცა.
"მამას 40 წელია, მანქანებთან აქვს შეხება, ძალიან კარგად იცის ეს სფერო. მეც ბავშვობიდან მომწონდა მისი ყურება. სულ მინდოდა მასთან მეჭორავა მანქანის ნაწილებზე და მსგავს თემებზე. ვაკვირდებოდი, როგორ მუშაობდა, მომწონდა მის მძღოლ მეგობრებთან ავტომობილების დეტალებზე საუბარი. ვსწავლობდი სპეციფიურ ტერმინოლოგიას. დავყვებოდი რეისებში და ტრაილერების გარაჟში. ნელ-ნელა გავერკვიე და შეიძლება ითქვას, შევისწავლე კიდეც მანქანა", - ამბობს ნათია.
სოფელ კარალეთში გაზრდილი 20 წლის ნათია ბერაშვილი დღეს თბილისში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. არჩეულ პროფესიაზე უარის თქმას არ აპირებს, თუმცა ფეისბუქზე სრულიად შემთხვევით ნანახმა შეთავაზებამ ბავშვობის ოცნებამდე მიიყვანა. თეგეტა ქალ ავტომექანიკოსებს ეძებდა.
"ფეისბუქზე შემთხვევით გადავაწყდი გოგო ავტომექანიკოსის ვაკანსიას და სიხარულით გავგიჟდი, ზუსტად ჩემთვის არის-მეთქი, ვიფიქრე და ეგრევე გავგზავნე სივი. არ მქონდა იმედი, რომ დამირეკავდნენ, მაგრამ გამიმართლა და ამიყვანეს, თუმცა ახალი სანერვიულო გამიჩნდა - როგორ მეთქვა სახლში ჩემი არჩევანი. კი მოსწონდა მამას მსგავს თემებში რომ ვერკვეოდი, მაგრამ ავტომექანიკოსობა მინდა-მეთქი რომ მეთქვა, მეგონა, გაგიჟდებოდა. "თეგეტა აკადემიაში" სწავლა რომ დავიწყე, თავიდან დავმალე. ორთვიანი თეორია გავიარე და პრაქტიკაზე რომ გადავედით, მაშინ ვუთხარი. რასაც ვისწავლიდი, საღამოს მამას ვურეკავდი და ვიმეორებდი ხოლმე, ვაბარებდი. ის თავისებურად მიხსნიდა, "შოფრულ" ენაზე. მამისგან და ოჯახისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი - მამხნევებდნენ - მიდი, შენი გვჯერაო, მეუბნებოდნენ და მეც, ბუნებრივია, სტიმული უფრო და უფრო მემატებოდა".

აკადემიაში სწავლა რთული და შრომატევადი აღმოჩნდა - ზღვა მასალის, უამრავი დეტალისა და წვრილმანის საფუძვლიანად შესწავლა მოუწია.
"აქამდე მეგონა, რომ ბევრი რამ ვიცოდი მანქანის შესახებ, თუმცა ვცდებოდი. თეორიული კურსის გავლისას ძალიან ბევრი დეტალი უცხო იყო ჩემთვის. აი, მაგალითად, გადაცემათა კოლოფი - ნანახი კი მქონდა უამრავი ფოტო თუ ვიდეო, მაგრამ გატეხილი "კარობკა" რომ ვნახე პირველად, უბედნიერესი ვიყავი - ეს ისაა, რაც ვისწავლე-მეთქი? უშუალოდ შეხება ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა. ხშირად არის შემთხვევა, როცა საქმე ფიზიკურ ძალას მოითხოვს, მაგალითად, შეიძლება ზოგი ბოლტი ძალიან იყოს ჩაჟანგებული, მაგრამ ამ შემთხვევაში ხერხი სჯობია ღონესა და რაღაცას ვახერხებ ხოლმე. თან ვარჯიში დავიწყე და ხელში მეტი ძალა მეძლევა უკვე. ასე რომ, არანაირი დაბრკოლების აღარ მეშინია და ჩემი უპირატესობაც სწორედ ამაშია".
ახლა პრაქტიკას გადის "თეგეტა თრაქ ენდ ბასში" და უკვე დამოუკიდებლად ახერხებს პრეტენზიული მძღოლების გაოცებას. მათ კი, ვინც სკეპტიკურად უყურებს ქალ ავტომექანიკოსს, საქმით უმტკიცებს, რომ პროფესიას გენდერი არ აქვს და რომ საყვარელი საქმე სქესის მიუხედავად ყველას თანაბრად შეუძლია აკეთოს და რომ მთავარი მონდომებაა.
"თავიდან ძალიან ვიძაბებოდი, მეშინოდა, რამე არ გავაფუჭო არ დავაზიანო, არ გადავწვა-მეთქი, თან მძღოლებმა იციან ხოლმე თქმა, ქალის საქმე ეს არ არის, ქალს როგორ ვანდობ მანქანასო, მაგრამ მერე მივხვდი - არ უნდა მიაქციო ამ დამოკიდებულებას ყურადღება, შენი საქმე უნდა აკეთო, კონცენტრირდე სამუშაოზე და ყველაფერი გამოგივა. ეს კომპლექსი რომ მოვიშორე, ნელ-ნელა მოვიპოვე კიდეც მძღოლების ნდობა. ჩემთვის მთავარია ვაკეთო ის, რაც მომწონს, რასაც ჩემი გული მკარნახობს და თან ვიყო წარმატებული, ჩემი საქმის პროფესიონალი. ყოველ დილით თავს ვუმეორებ, რომ ძლიერი გოგო ვარ, რომ მინდა გავხდე კარგი მექანიკოსი - მოტივაციას მუდმივად ვიმაღლებ და ვიმაღლებ. მინდა, რასაც ვაკეთებ, იმაში საუკეთესო ვიყო და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვიყო საუკეთესო. მე მჯერა და მწამს ჩემი თავის. რომ არ მჯეროდეს, აქამდე ვერ მოვიდოდი და წინ გრძელი გზაა!" - ნათია ბერაშვილი.
პროფესიას, რომ არ აქვს გენდერი, ამის "თეგეტა თრაქ ენდ ბასში" ურყევად სჯერათ, ამიტომ კომპანია ქალთა გაძლიერების მხარდამჭერ ამავე სახელწოდების კამპანიაში - #პროფესიასარაქვსგენდერი ჩაება. კამპანია არასამთავრობო ორგანიზაციის - მოძრაობა ცვლილებებისთვის ინიციატივით ხორციელდება და მის ფარგლებში, პირველად საქართველოში თეგეტაში მექანიკოსობით დაინტერესებული ქალების გადამზადება ხდება. თეორიული და პრაქტიკული სწავლების წარმატებით დასრულების შემდეგ ისინი "თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ სერვისცენტრში სატვირთო ავტომობილის მექანიკოსად დასაქმდებიან.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















