ახალი საკლუბო ფორმა და "სოხუმის" პატარა მორაგბეების გეგმები "თეგეტა თრაქ ენდ ბასთან" ერთად
საქართველო, თბილისი - 13:38 | 05.10.2021 ნანახია: 699
მშობლიურ სახლზე, ოკუპირებულ აფხაზეთში რომ აქვთ, ამბებს უფროსები უყვებიან. თავიანთი ფანტაზიით რომ გააცოცხლეს, იმ ადგილების საკუთარი თვალით ნახვა კი პატარა სპორტსმენების ყველაზე დიდი ოცნებაა. ბავშვებს, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან არიან, ახლა სარაგბო კლუბი "სოხუმი" აერთიანებთ. იდეა 5 წლის წინ გაჩნდა. ვარჯიშების დასაწყებად საუკეთესო პირობები არ ჰქონდათ, თუმცა იყო სურვილი და მიზანი კლუბ "სოხუმის" სახელით წარმატებისთვის მიეღწიათ.
"მოკლე, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით მივდივართ წინ", - გვიყვება კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ჯობავა. მოტივაცია არც მაშინ დაუკარგავთ, როდესაც გამოსაცვლელის სახელდახელოდ მოწყობა ღია სივრცეში, ხის ქვეშ მოუწიათ. თუმცა კლუბის ცხოვრებაში სიახლეებია.
"თეგეტა თრაქ ენდ ბასის" დამხმარებით "სოხუმის" მორაგბეები საკლუბო ფორმას ახლა უკვე იმ გასახდელებში მოირგებენ, რომლის აშენებაშიც სპორტსმენები თავადაც აქტიურად მონაწილეობდნენ.
"თავიდანვე ვიცოდით, რომ პატარა საქმესთან არ გვიწევდა შეჭიდება და მზად ვიყავით, რომ ამ თანხის მობილიზება დროშიც გაიწელებოდა. დავიწყეთ კამპანია. მალევე "თეგეტა თრაქ ენდ ბასიდან" დამიკავშირდნენ და სოხუმს მხარდაჭერა გამოუცხადეს. "თეგეტა თრაქ ენდ ბასი" ჩვენი გენერალური სპონსორია, რაც ნიშნავს იმას, რომ კლუბის ფინანსური მხარდაჭერა ერთი წლის განმავლობაში სრულად იქნება უზრუნველყოფილი".
"თეგეტა თრაქ ენდ ბასის" დახმარებით პატარა სპორტსმენებს გასახდელებთან ერთად, უკვე ახალი ფორმებიც აქვთ. ფორმაზე ყველა იმ კომპანიის და ადამიანის სახელია, ვინც ამ წლების განმავლობაში კლუბს მცირედით მაინც დახმარებია. საჩვენებელ ვარჯიშს, რა დროსაც ფორმის პრეზენტაციაც გაიმართა, "თეგეტა ჰოლდინგის" წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
კომპანიის სატვირთო, ავტობუსების და სპეცტექნიკის მიმართულების მარკეტინგის ხელმძღვანელის, თამარ კიკნაძის თქმით, თეგეტასთვის მსგავსი პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
"თეგეტა თრაქ ენდ ბასი" ერთი წლის განმავლობაში კლუბის ყველა აქტივობაში აქტიურად იქნება ჩართული. ძალიან გვიხარია, რომ მოზარდების მხარდამჭერები ვართ და მათ სპორტულ განვითარებაში ჩვენი წვლილი შეგვაქვს", - ამბობს "თეგეტა თრაქ ენდ ბასის" მარკეტინგის ხელმძღვანელი, თამარ კიკნაძე.

30-ზე მეტი ბავშვით დაკომპლექტებული გუნდი შემოწირულობებით არსებობდა. რაგბის კლუბ "სოხუმში" ვარჯიში, ფორმები, კვება, ტრანსპორტირება, საჭირო ინვენტარი და ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის სხვა მნიშვნელოვანი აქტივობები გუნდის, დაარსების დღიდან, ყველა წევრისთვის უფასოა. კლუბისთვის საჭირო ფინანსების მოძიება კი დამფუძნებლებს წლების მანძილზე სხვადასხვა ხერხით უწევდათ. "სოხუმის" სამომავლო გეგმები დიდია, შესაბამისად მეტ ფინანსებს მოითხოვს, რაზეც ახლა უკვე "თეგეტა თრაქ ენდ ბასი" ზრუნავს.
გუნდის დამფუძნებლების მთავარი იდეა ბავშვების არა მხოლოდ სპორტული განვითარება, არამედ მოზარდებისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნაა, რაც საბოლოო ჯამში ახალგაზრდების მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. წინ დიდი გეგმებია, - სარაგბო კლუბ "სოხუმის" პატარა სპორტსმენები ახლა საფესტივალო შეხვედრებისთვის ემზადებიან.

პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















