დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნეს-სექტორს საინვესტიციო პროექტები გააცნო
საქართველო, თბილისი - 13:20 | 28.09.2015 ნანახია: 2657
28 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქართული ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე გაიმართა სამინისტროსთან არსებული ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის მიერ მომზადებული 15 საინვესტიციო პროექტის პრეზენტაცია. შეხვედრას დაესწრნენ საქართველოში მოღვაწე ბიზნეს-ასოციციებისა და საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელი პირები.
შეხვედრაზე წარდგენილი იყო შემდეგი პროექტები:
- ასანთის წარმოება;
- იმერეთის მწვანილის ექსპორტის პროექტი;
- თბილისის ქვის გადამამუშავებელი საწარმო;
- პანკისის დიაბაზის მოპოვების პროექტი;
- დაფნის ფოთლის გადამუშავება-დაფასოვება/დაფნის ფოთლის ეთერზეთის დამზადება;
- სამკერვალო საწარმოს პროექტი;
- ტექსტილის წარმოების პროექტი;
- კერამიკული ფილების წარმოება;
- რძის გადამამუშავებელი საწარმო;
- მუყაოს ყუთების წარმოება;
- ფოთში ქვის გადამამუშავებელი საწარმო;
- ფოლადის მილების წარმოება;
- ეთერზეთების წარმოება;
- კალტიცის მოპოვება-გადამუშავება;
- მოსაპირკეთებელი კერამიკული ფილების წარმოება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ძირითადი ფუნქციაა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყოს ხელი. „საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ საქართველოს განვითარების დონის ქვეყნებისთვის ეკონომიკური ზრდა ეკონომიკის დივერსიფიკაციით მიიღწევა. დივერსიფიკაციისთვის აუცილებელია ახალი დარგების, ახალი პროდუქტებისა და ახალი ბაზრების განვითარება; ყველაფერ ამას, ჩვენ, ახალ ეკონომიკურ საქმიანობას ვუწოდებთ. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ახალი ეკონომიკური საქმიანობის გასავითარებლად საჭიროა სახელმწიფო და კერძო სექტორების ინტენსიური თანამშრომლობა,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ამ მიზნით, სამინისტროში ერთი წლის წინ შეიქმნა ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი, რომლის მიერ მომზადებული პროექტების ჯამური საინვესტიციო შესაძლებლობა 80 მილიონი აშშ დოლარია. მათი სრულად განხორციელების შემთხვევაში, დასაქმდება 1000 ადამიანი, არაპირდაპირ დასაქმდება დამატებით რამდენიმე ათასი ადამიანი.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შეხვედრაზე წარმოდგენილი პროექტებიდან ორს ინვესტორი უკვე გამოუჩნდა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, სამინისტრო მზადაა, დაინტერესებულ ბიზნესმენებს მათ იმპლემენტაციაში შეუწყოს ხელი. „ამ პროექტების ხელშეწყობა ჩვენი ინდუსტრიული პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენი ხელშეწყობის ფორმები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეყრდნობა და გამოიხატება შემდეგში: დარგობრივი კვლევები და კონკრეტული საინვესტიციო პროექტების მომზადება; კომპანიების ტექნიკური დახმარება და ექსპორტის ხელშეწყობა“, - განაცხადა მინისტრმა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, მსგავს შეხვედრებს სისტემური ხასიათი ექნება - საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტების ბიზნესსექტორისთვის წარდგენა მომავალში რეგულარულად გაიმართება. ჯგუფის საქმიანობის მთავარი ამოცანა ახალი ეკონომიკური საქმიანობის განვითარების მიზნით სახელმწიფო და კერძო სექტორების ინტენსიური თანამშრომლობის ხელშეწყობაა. ჯგუფი ახდენს ქვეყნისთვის ახალი ეკონომიკური საქმიანობის პროექტების იდენტიფიკაციას და კონკრეტული ბიზნესგეგმების მომზადებაზე მუშაობს.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















