რალი, როგორც ენერგიის უშრეტი წყარო - ბელა ბურძენიძის "ოფროუდ" თავაგადასავალი
საქართველო, თბილისი - 18:08 | 15.10.2021 ნანახია: 738ბელა ბურძენიძე მოყვარული ავტომრბოლელია, რომელიც ქალთა საერთაშორისო რალიზე, წელს, მესამედ ასპარეზობს. შეჯიბრი მათთვის არის, ვისაც ავტომობილი, "ოფროუდი", წინაღობების გადალახვა, გზის გაკვლევა და მიუვალი ადგილების "დაპყრობა" უყვარს. მათ შორის არის ბელაც.
ბელა ბურძენიძეს თბილისში საკუთარი სამკერვალო სალონი და რამდენიმე პატარა საცხობი აქვს. ჰყავს 3 შვილი და 2 შვილიშვილი. ავტომობილს, თითქმის, 30 წელია მართავს. ავტომრბოლელობაზე არ ფიქრობდა, სანამ ერთ დღეს ქალთა საერთაშორისო რალიში მონაწილეობა არ შესთავაზეს, რამაც ყველაფერი შეცვალა.
"ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში, მას შემდეგ, რაც პირველად გამოვედი რალიზე. დღეს, "ოფროუდიდან" "ოფროუდამდე" ვცხოვრობ."
წელს 1500-კილომეტრიანი დისტანციის დასაფარად, სტარტი მონაწილეებმა თბილისიდან აიღეს. ფინიშის ხაზი კი ბათუმშია მონიშნული. გამარჯვებულები ზღვისპირა ქალაქის ბულვარში დასახელდებიან.
ამ ღონისძიებას კიდევ ერთი მისია აქვს, ჰუმანიტარული. მონაწილეები მაღალმთიან სოფლებში ჩავლენ და შემწეობამოკლებულ ოჯახებს დატვირთული მანქანებით ესტუმრებიან.
პილოტი - ბელა ბურძენიძე, შტურმანი კი ლია კავაჭაძეა. ეკიპაჟს მომზადებაში Toyota Center Tegeta დაეხმარა, სადაც ახალ მანქანასთან დაკავშირებული ყველა ნიუანსი
დეტალურად შეასწავლეს. 3 თვის განმავლობაში, არაერთი ტესტ-დრაივი მოეწყო განსხვავებულ რელიეფზე თუმცა, კომპანიის ჩართულობა ამით არ სრულდება, მხარდაჭერასა და გულშემატკივრობას ტოიოტა ცენტრი თეგეტა რალის ბოლომდე აპირებს.
"ვფიქრობთ, არ არსებობს ქალისთვის შეუფერებელი პროფესია, საქმიანობა და ჰობი. რეალურად, სურვილისა და ინტერესის შემთხვევაში ქალები ავტომობილებში არანაკლებ ერკვევიან, არიან კარგი მძღოლები, წარმატებებს აღწევენ შეჯიბრებებშიც. მსგავს პროექტებში ქალებს თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება ეძლევათ - მხარს ვუჭერთ გენდერულ თანასწორობას და ვფიქრობთ, რომ ქალის ადგილი არის ყველგან, სადაც თავად მოისურვებს", - ამბობს Toyota Center Tegeta-ს მარკეტინგის მენეჯერი, თეა მანჯავიძე.
ბელა გამარჯვებისათვის ემზადება და რთული ლოკაციების დასაძლევადაც მზად არის. თითოეული ადგილი კონკრეტული ქულით, სირთულის მიხედვით ფასდება. ირკვევა, რომ წელს დიდი კონკურენციაა, - მთელი მსოფლიოდან 40 ეკიპაჟი მონაწილეობს.
"უმეტესობა პროფესიონალია, მე კი ძალიან მოკლე დროში მოვედი აქამდე. პირველად სულ გამოუცდელი ვიყავი, მეორე წელს კი უკვე მესამე ადგილი ავიღე. მეამაყება ჩემი წარმატება. ჩემი შვილები, მეგობრები ამაყობენ ჩემით. ესეც დამატებითი სტიმულია", - გვიყვება ბელა ბურძენიძე.
მისი ინტერესების სფერო საკმაოდ ფართოა. საცხობსა და სამკერვალოს ხომ ფლობს, თბილისში ბავშვთა გასართობი რამდენიმე ცენტრიც მოხატა, ტატუ არტისტია და მოგზაურობა უყვარს, მაგრამ ყველაზე დიდი ენთუზიაზმით რალიზე გვესაუბრება. ამბობს, რომ 2019 წლიდან, როცა შეჯიბრში პირველად მიიღო მონაწილეობა, მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.
"იცით, ადრე, მქონია მომენტები, სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლაზე ვფიქრობდი. თუმცა რაც რალიში ვმონაწილეობ, მთელი საქართველო შემოვიარე, თითქოს ხელახლა აღმოვაჩინე და თავიდან შემიყვარდა ჩემი ქვეყანა. საერთოდ აღარ მინდა არსად წასვლა. თანაც, წარმოუდგენელია ჩემი ცხოვრება რალის გარეშე, ოქტომბერი იწყება თუ არა, სხვა აღარაფერი არსებობს ჩემთვის. ეს არის სრულიად ახალი, განსხვავებული ენერგიის წყარო ჩემს ცხოვრებაში".
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















