საქართველოს პირველ არხზე „შარქ თენქ საქართველოს“ გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია
საქართველო, თბილისი - 17:07 | 10.11.2021 ნანახია: 589
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი საქართველოს პირველ არხზე „შარქ თენქ საქართველოს“ გენერალური პარტნიორია.
SONY Pictures-ის რეალითი შოუ - Shark Tank ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა, რომელმაც 5 კონტინენტი მოიცვა. ის უკვე 13 სეზონია მაყურებლების ერთ-ერთ ფავორიტ გადაცემად რჩება. 4 ემის მფლობელი შოუ კი საქართველოში პირველად გაიმართება.
შოუს მიზანია, საინტერესო, გამორჩეული, ეკონომიკური პოტენციალის მქონე ბიზნესების დაფინანსება.
შოუს მთავარი გმირი, 5 ცნობილი ინვესტორი, ახალი იდეებისა და ახალი ბიზნესების ძიებაშია. ბიზნესების მოსმენის შემდეგ ისინი ანტრეპრენერს საკუთარ შეთავაზებას უკეთებენ. შემდეგ კი იწყება შოუს ყველაზე საინტერესო ნაწილი - მოლაპარაკება, რომელიც ცოცხალი პროცესია და კომპანიის ბედი, ფაქტობრივად წამებში, მაყურებლის თვალწინ წყდება.
“შარქ თენქი არის უნიკალური პროექტი და შესაძლებლობა ნებისიერი ადამიანისთვის, ვისაც სჯერა საკუთარი იდეის. ეს არის ადგილი, სადაც ანტრეპრენერს შეუძლია მიზნები, ოცნებები რეალობად აქციოს. აქ ბიზნესის შესაძლებლობები მართლაც უსაზღვროა. მოხარული ვართ, რომ გვაქვს პატივი, ვიყოთ გენერალური პარტნიორები და მხარდამჭერები ასეთი მნიშვნელოვანი პროექტისა. გვჯერა, შოუს განმავლობაში ბევრი ახალი ბიზნესი შეიქმნება, არსებული გაფართოვდება და ბევრისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ჯერ ვერ ბედავს საკუთარი იდეის განხორციელებას, იქნება ინსპირაცია იმისა, რომ ირწმუნოს საკუთარი ძალების და არასროს გაჩერდეს“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაციისთვის, Shark Tank-ის ისტორია 2009 წლიდან იწყება, მაშინ, როდესაც მსოფლიო ჯერ კიდევ გლობალურ ფინანსურ კრიზისს ებრძოდა. 2009 წლიდან დღემდე შოუ ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს, რასაც რიცხვებიც ადასტურებს. 222 ეპიზოდი, 895 Pitch, 499 წარმატებული შეთანხმება და 12 სეზონის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 250 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია. დაფინანსებული კომპანიების ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია უკვე $1 მილიარდს აჭარბებს.
პოლიტიკა
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
- პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს - კახა კალაძე
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე
- ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - წარმომადგენლობა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
- პოლონეთი უკრაინის დახმარებით დრონების არმადას ქმნის - დონალდ ტუსკი
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















