აქვს სხეულის სხვადასხვა ნაწილში დაზიანებები - ნიკოლოზ ყიფშიძე მიხეილ სააკაშვილზე
საქართველო, თბილისი - 22:17 | 10.11.2021 ნანახია: 572
მიხეილ სააკაშვილის ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ გარეგანი დათვალიერების შედეგად, მიხეილ სააკაშვილს სხეულზე აქვს დაზიანებები.
"ახლა ტარდება სამედიცინო ექსპერტიზა, ჯერ არ დასრულებულა, მე ადრე გამოვედი, რადგან ჩემი საქმე დასრულდა. ასე რომ მალე გამოვლენ უკვე სხვებიც. გარეგანი დათვალიერება უტარდება და იღება ფოტოსურათები. აქვს დაზიანებები, არ ვილაპარაკებ ამაზე, მე ხომ გითხარით აქვს დაზიანება, ვნახე დაზიანებები, უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდით თვითონ კომისიის წევრები. აქვს [სხეულის] სხვადასხვა ნაწილებში დაზიანებები, მე შევამჩნიე ჩემი თვალით.დაზიანებები იქნება აღბეჭდილი ფოტოსურათებით. დასამალი არაფერი არ არის", - ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე
ყიფშიძე ამბობს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში მკურნალობას არ გადის და ის არც მედიკამენტებს იღებს.
"მედიკამენტებს არ ღებულობს, ტესტები ავიღეთ, გარკვეული ნაწილი ტესტებისა არის უარესი, რაც მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ აქ მკურნალობას ჩვენი პრეზიდენტი არ გადის. მდგომარეობა არ არის კარგი, ასე გაგრძელება შეუძლებელია. მთავარი რეკომენდაციაა რაც შეიძლება სწრაფად გადაიყვანონ მრავალპროფილურ საავადმყოფოში, აქ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება" , - ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე
ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი დღევანდელი სასამართლოსთვის მორალურად გაძლიერებული იყო, თუმცა, იმით რომ გამოსვლის უფლება არ მიეცა უკმაყოფილოა.
"იგი სუსტად არის მაგრამ ძალიან ემზადებოდა დღეს, დღევანდელი სასამართლოზე გამოსვლისთვის. ძალიან ისეთი იყო, შინაგანად გაძლიერებული, ელოდა და ფიქრობდა, რომ მისცემდნენ უფლებას გამოსულიყო, არ გამოვიდა ეს და ძალიან უკმაყოფილოა" , - ამბობს ექიმი
დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელიც 4 საათს გაგრძელდა, მოსამართლემ უარი თქვა, მიხეილ სააკაშვილი პროცესზე დისტანციურად ან ტელეფონით ჩართულიყო. ნინო ელიეშვილის თქმით, ყოფილ პრეზიდენტს ამის საშუალება შემდეგ პროცესზე მიეცემა.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















