საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ლაგოდეხში სასტუმრო „გალილეო“ გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 13:42 | 24.11.2021 ნანახია: 762
საქართველოს ბანკი რეგიონში ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ჩართულობით ლაგოდეხში ოთხ სართულიანი სასტუმრო „გალილეო“ გაიხსნა, რომელიც წარმატებით ოპერირებს. 12 ნომრიან სასტუმროს ერთდროულად 40 სტუმრის მიღება შეუძლია, რომელსაც ორ, სამ და ოთხ ადგილიან, კეთილმოწყობილ ნომრებს სთავაზობს. სასტუმრო დაცული ტერიტორიების მოსაზღვრედ მდებარეობს, რაც იქ მისულ დამსვენებელს აძლევს შესაძლებლობას, ფეხით ეწვიოს ლაგოდეხის ნაკრძალს და სასიამოვნოდ გაატაროს დრო ტყეში. პროექტის ჯამური ღირებულება - 1 500 000 ლარია, ხოლო ბანკის მხრიდან გაცემული ინვესტიცია კი 440 000 ლარს შეადგენს. თანხა სრულად მოხმარდა სასტუმროს მშენებლობის დასრულებას.
„მოხარული ვართ, რომ გვერდით გვიდგას ისეთი ერთგული გულშემატკივარი, როგორიც საქართველოს ბანკია. სწორედ ბანკის მხარდაჭერით წარმატებით ვიღებთ ვიზიტორებს და უკვე გაფართოებასაც ვგეგმავთ. ახალი სასტუმროს მშენებლობისთვის მიწაც შეძენილი გვაქვს. ამ ეტაპზე მოსულ სტუმრებს ვთავაზობთ ღია საცურაო აუზებს, როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე არასრულწლოვნებისთვის, ასევე გემრიელ სამზარეულოს და ცოცხალ მუსიკას. სასტუმროს აქვს ლამაზი ვერანდა“- განაცხადა სასტუმრო „გალილეოს“ დირექტორმა, თემური ტეფნაძემ.
„სასიამოვნოა როცა ხედავ, როგორ ფართოვდება და ძლიერდება ბიზნესი. სასტუმრო „გალილეო“ არათუ წარმატებით ოპერირებს, არამედ სამომავლო განვითარებას გეგმავს და ამისათვის უკვე გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები. გვჯერა, რომ სწორედ ასეთ პერსპექტიულ ბიზნესებს შეუძლია მდგრადი პროექტების განხორციელება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და რეგიონის გაძლიერება. ჩვენ კი ვცდილობთ არ გავჩერდეთ რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ბიზნესისთვის საჭირო სერვისისა და პროდუქტის შეთავაზებით“,-განცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















